აუთდროფერი | ყველგან და ყოველთვის - ინოვაციური გზა მეამას ყავის კაფსულების შესაძენად, რომელიც თბილისის ქუჩებში, შენს სახლთან ახლოს შეგხვდება

მრავალფეროვან გემოებთან ერთად, მომხმარებლებს მეამასთან ურთიერთობის საინტერესო და ინოვაციურ გზებს ვთავაზობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი ყოველი ინტერაქცია ჩვენთან გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს.

ეს აუთდროფერია. ინოვაციური და მარტივი გზა მეამას ყავის კაფსულების შესაძენად, რომელიც თბილისის ქუჩებში, შენს სახლთან ახლოს შეგხვდება.

ყველგან? - საწყის ეტაპზე თბილისში 18 აუთდროფერი 9 სხვადასხვა ლოკაციაზე განვათავსეთ - თითოეულზე ორი - ერთი ამერიკული, ხოლო მეორე ევროპული ფორმატის კაფსულებისთვის. სამომავლოდ აუთდროფერების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენს ყველა მომხმარებელს კაფსულების შეძენის მარტივ და კომფორტულ გზას შევთავაზებთ მათ სახლთან ახლოს.

ყოველთვის? - აუთდროფერი ყოველთვის, ნებისმიერ დროს, გიმარტივებს შენი ფავორიტი ყავის კაფსულების შეძენას - სწორედ ეს ხდის მას ინოვაციურს. მისთვის არ არსებობს შეზღუდვა, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შევძლებთ - ის კი ენერგო ეფექტური და ეკომეგობრულია.

რატომ ახალი? - შენთვის საყვარელი ყავის კაფსულების შესაძენად რამდენიმე გზა არსებობს - შეგიძლია გვეწვიო მეამას ბრენდულ ან POP-UP სივრცეებში, ასევე შეუკვეთო ონლაინ მაღაზიიდან ან ქოლ-ცენტრის საშუალებით.აუთდროფერი კი დამატებით ახალ გადაწყვეტასა და გამოცდილებას გთავაზობს - შენთვის სასურველი ყავის კაფსულებს აუთდროფერში შენ სახლთან ახლოს იპოვი.

რას ვგულისხმობთ სიმარტივეში? - აუთდროფერის გამოსაყენებლად მხოლოდ შენი სმარტფონი და მეამას აპლიკაცია დაგჭირდება. ყოველ აუთდროფერზე დატანილია QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგაც აპლიკაცია ხელმისაწვდომი კაფსულების მენიუს გაჩვენებს - შენ ირჩევ შენთვის სასურველს, აუთდროფერი კი იმ წამსვე გაწვდის.

უფრო მარტივად - მიაკითხე შენთან ახლოს განთავსებულ აუთდროფერს, დაასკანერე QR, აირჩიე, ჩამოაგდე - და წაიღე სახლში შენი ფავორიტი გემო.

სად ვიპოვო?- განაახლე მეამას აპლიკაცია და გახსენი რუკა, რომელიც შენთან ყველაზე ახლოს განთავსებული აუთდროფერის პოვნაში დაგეხმარება.

გვჯერა, რომ ტექნოლოგია და ინოვაციები ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს და უფრო სასიამოვნოს ხდის.

გაიმარტივე - თუ ჯერ არ გაქვს მეამას აპლიკაცია, გადმოსაწერად მიჰყევი ბმულს - iOS, Android

(R)

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე