სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კვლევის ახალი მეთოდები დაინერგა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტსა და სურსათის კვლევის დეპარტამენტში კვლევის ახალი მეთოდები დაინერგა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში უკვე შესაძლებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებურ ენცეფალოპატიაზე შემოწმება.

„ სურსათის კვლევის დეპარტამენტში კი, დაინერგა შემდეგი კვლევები: აფლატოქსინი M1- ის განსაზღვრა რძეში; მაკროლიდებისა და თიამულინის განსაზღვრა თაფლში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ხარისხიანი და უვნებელი სახით მიეწოდოს ისეთი ხშირად მოხმარებადი პროდუქტები, როგორიცაა რძე და თაფლი. ლაბორატორიაში დანერგილმა ელისა (ELISA-AG), მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის (HPLC), სითხური ქრომატოგრაფიის მასსპექტრომეტრიისა (LC/MS/MS) და ვალიდირებულმა R-056-2020-G მეთოდებმა წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია და შევიდა 2020 წლის ლაბორატორიის კვლევათა ნუსხაში. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები საერთაშორისოდ აკრედიტებულია და მიმდინარეობს, უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის გამოყენებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დღეს არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: “,- აცხადებენ უწყებაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს