გოჩა ენუქიძემ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა

გოჩა ენუქიძემ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა

რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცაგერის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მათ სოფლებში ლაჯანასა და ორბელში, მახარობლიძე ინეზას, მიხოსა და დათო სილაგაძეების ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცეს და ის პრობლემები განიხილეს, რომლებიც ამ ოჯახების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

„ადამიანი ჩვენი გუნდისთვის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრების დონე და პირობები ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ",-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.