არჩილ თალაკვაძე კოლეგებს მიმართავს, მოქალაქეებს მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია, რა ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს 2021 წლის ბიუჯეტი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კოლეგებს მიმართავს, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მოქალაქეებს მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს 2021 წლის ბიუჯეტი.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს არის სწრაფი აღდგენის ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებულია, რომ პანდემიის დასრულებამდე მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ასევე, შენარჩუნდეს ქვეყნის ეკონომიკა.

„ეკონომიკამ ეს რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით უნდა გაიაროს, რათა, როცა პანდემია დასრულედება, ეკონომიკა ისეთ ფორმაში იყოს, რომ ეკონომიკურ მიმართულებებს, ტურიზმს, მიმოსვლის აღდგენას უპასუხოს ჯანსაღად, სათანადოდ და სწრაფ დროში. ეს არის 2021 წლის ამოცანა. აქ არის პასუხისმგებლიანი სოციალური დაცვის პაკეტი, რომელიც იმ მოქალაქეებსა და ოჯახებს ეხება, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ - ვინც დაკარგა შემოსავალი, დაკარგა სამსახური და ვინც სოციალური დახმარების საჭიროების წინაშე რჩება. ეს ყველაფერი ასახულია შესაძლებელობის ფარგლებში, რასაც ეკონომიკა და საერთაშორისო დახმარებები იძლევა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო