„საბავშვო კარუსელი“ პრესის ბაზარზე წლის ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად ყოველთვიურ გამოცემად დასახელდა

პრესის და წიგნების სადისტრიბუციო კომპანია „მერკურის“ ინფორმაციით, ჟურნალი „საბავშვო კარუსელი“ პრესის გავრცელების ბაზარზე წლის ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად პროდუქტად დასახელდა.

მათივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში „საბავშვო კარუსელის“ ტირაჟი 100 ათასს აჭარბებს.

„2020 წელს საბავშვო კარუსელის ტირაჟის 80%-ზე მეტი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით ყოველთვიურ გამოცემებს შორის პირველ პოზიციაზეა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პანდემიის დროს გარკვეული სავაჭრო ქსელების მუშაობის შეჩერების გამო (მაგალითად, „ბიბლუსის“), აღნიშნული პროდუქციის დაბრუნების მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, თუმცა ჟურნალზე მოთხოვნა არ შემცირებულა“, - აცხადებენ შპს „მერკურში“.

„საბავშვო კარუსელი“ 72-გვერდიანი ილუსტრირებული გამოცემაა, რომელსაც 100 სტიკერი, სახატავ-გასაფერადებელი ალბომი და მაგნიტური კოლექციის სათამაშოები მოჰყვება.

ჟურნალი დაყოფილია სტანდარტულ და პრემიუმ პაკეტებად. სტანდარტული პაკეტი, რომლის ფასი 5 ლარია, მოიცავს 100 სტიკერს, სახატავ-გასაფერადებელ ალბომსა და მაგნიტურ სათამაშოებს. პრემიუმ პაკეტს კი ჩამოთვლილ საჩუქრებთან ერთად, წიგნი ან სათამაშო ემატება, შესაბამისად, ფასიც განსხვავებულია.

„ჟურნალში პატარა მკითხველები აღმოაჩენენ მაგნიტური სათამაშოების ახალ კოლექციას - „შენი ცირკის არენა“. ყოველი ასეთი კოლექციის გამოშვებისას, თავდაპირველად, მკითხველი საჩუქრად იღებს სათამაშო დაფას, ხოლო დაფაზე განსათავსებელი სათამაშოები მომდევნო ნომრებთან ერთად გროვდება. კოლექცია ყოველთვის უფასოა და ჟურნალის 5-ლარიან პაკეტში შედის“, - განმარტავენ ჟურნალის რედაქციაში.

„საბავშო კარუსელი“ 2003 წლიდან გამოდის და საქართველოში ყველაზე პოპულარული საბავშვო ჟურნალია.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა