სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა მიმდინარე წელს განხორციელებული და 2021 წელს დაგეგმილი პროექტების ანგარიში წარადგინა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც 2020 წელს განხორციელებული პროექტების და 2021 წლისთვის განსახორციელებელი პროექტების ანგარიში წარადგინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერები, მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა რეგიონში 2020 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

"დაგეგმილია აბასთუმნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რაც მოიცავს ისტორიული სახლების რეაბილიტაციას, დაბის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, პარკი „როშას“ რეაბილიტაციას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობას.

დაწყებულია, მიმდინარეობს და იგეგმება დაბა ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ბმაშია 2023 და 2025 წლების საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებთან.

ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელდება დ. ასპინძის ოთის,ოშორის,იდუმალის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოხდება წყალშემკრები აუზების რეაბილიტაცია, საფილტრი ნაგებობების მშენებლობა, ავტომატიზირებული საქლორატოროების მშენებლობა, დაზიანებული ქსელის შეცვლა, წყლის დებეტის გაზრდა-ტენდერი შედგა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესია.

დაიწყება წაღვერის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია- მიმდინარეობს პროექტირება. მიმდინარეობს ვალეში წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ქალაქ ახალციხის და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება. პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქს 24 - საათიანი წყალმომარაგება იგეგმება ყოფილ სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე სპორტ კომპლექსის, ახალგაზრდული ცენტრის და კინოთეატრის გაკეთება.

გაგრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის 77 კმ. გზის რეაბილიტაცია, ზეკარის უღელტეხილზე 3 კმ. სიგრძის გვირაბით. დასრულდება 2024 წელს. გაგრძელდება ხულო-ზარზმის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამი ეტაპი, დასრულდება 2022 წელს. აბასთუმნის 51 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდება მდინარის კალაპოტის გასწვრივ სრულად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. 2021 წელს დასრულდება ახალქალაქთან მისასვლელი გზის 9 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია. დასრულდა ახალქალაქი-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებით 23 კმ. საგზაო მაგისტრალის მშენებლობა აგრეთვე ახალქალაქის შემოვლითი გზის 2.3 კმ. გზის რეაბილიტაცია. დაიწყება ქ.ახალციხეში ყოფილი „მესაზღვრეთა ქალაქის“ რეკონსტრუქცია - განვითარება (დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა 150 ბავშვზე). დაიწყება ქ.ახალციხეში ტბის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარება- ველობილიკები, სამი სტადიონი, ბავშვთა ატრაქციები, შადრევნის აღდგენა, დასასვენებელი ზონის მოწყობა. დაიწყება ახალციხეში საცურაო აუზისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა, დასრულდა 2 სკოლის მშენებლობა ჩუნჩხასა და პტენაში , 2021წელს დასრულდება 5 სკოლის ( ჭაჭარაქი,ორლოვკა,ბენარა,ღორთუბანი,ორგორა) მშენებლობა და 10 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფ. ჭიხარულასა და ბალანთის გზების რეაბილიტაცია.

გზის მოწყობა გაგრძელდება 2021 წელს სოფ. ტაბაწყურამდე. მიმდინარეობს და გაგრძელდება ვაჩიანი-ოკამი- გოგაშენი გზის რეაბილიტაცია, მოასფალტებულია 9 კმ. დარჩენილია 11 კმ. სხდომაზე ასევე განიხილეს ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის 2020 წლის გაწეული სამუშაო ანგარიში. აიპის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე, საანგარიშო პერიოდში სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა და მიმართულებები გააცნო. მოხდა 2020 წლის ანგარიშისა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა