ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბაზრობის მოვაჭრეები წინასაახალწლო დღეებში ვაჭრობის ნებართვას ითხოვენ

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბაზრობის მოვაჭრეები ხელისუფლებას სამი დღით, წინასაახალწლოდ, ვაჭრობის ნებართვას სთხოვენ. მათ პროტესტის ნიშნად, წერეთლის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს და განაცხადეს, რომ არათანაბარ პირობებში არიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებთან ერთად, მუშაობის ნებართვა მათაც უნდა მიეცეთ, რადგან ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

"შევიძინეთ საქონელი, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ვახდენთ. წასასვლელი არსად გვაქვს. საბანკო დავალიანებები დღითიდღე იზრდება და ამიტომ ვითხოვთ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებთან ერთად ჩვენც მოგვეცეს წინასაახალწლოდ მუშაობის ნებართვა. მაქსიმალურად დავიცავთ ჯანდაცვის რეკომენდაციებს. ჩვენც ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას, მაგრამ შიმშილით ვიხოცებით,არ გვაქვს შემოსავალი",- აცხადებს აქციის მონაწილე გულნაზ ბერიძე.

წერეთლის ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა