რუსთავის მერიამ ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს საკანცელარიო მეთოდური მასალა გადასცა

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საკანცელარიო მეთოდური მასალა გადასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღესვე საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children -ისგან საკანცელარიო მეთოდური მასალა მიიღეს იმ 8 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმაც, რომლებიც პროგრამა Heart -ში არიან ჩართული. საკანცელარიო ნივთების დარიგების პროცესი რუსთავის ბაგა-ბაღებში დღეს დაიწყო.

"ონლაინ გაკვეთილებისთვის, რომელსაც ,,სასკოლო მზაობის“ ჯგუფები გადიან, საჭიროა საკანცელარიო მეთოდური მასალა. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფილიალის სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართულმა 5-6 წლიანმა, 2015-მა აღსაზრდელმა მიიღოს საკანცელარიო მეთოდური მასალა სახლში, იმისთვის, რომ მათ ჩვენთან უკუკავშირი არ გაუჭირდეთ. ამასთან, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ Save the Children-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან. აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი პროგრამაა - Heart. ამ პროგრამის ფარგლებში Save the Children-მა გადაამზადა რუსთავის 8 ბაღის 24 აღმზრდელი. მათთვის სისტემატურად ხდებოდა Heart-ის პროგრამაში გამოსაყენებელი მეთოდური მასალების მოწოდება. დღესაც მიმდინარეობს მათ მიერ გამოგზავნილი მეთოდური მასალების, კერძოდ საჭირო საკანცელარიო ნივთების დარიგება“, - განაცხადა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა