07.07.2025 / 08:38
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ამხელა მასშტაბის დახმარება აშშ-სგან არასდროს მიუღია - რაც შეეხება გარკვეულ დათქმებს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა

საქართველოს ამხელა მასშტაბის დახმარება აშშ-სგან არასდროს მიუღია - რაც შეეხება გარკვეულ დათქმებს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს ხედავენ. ეს მათ განცხადებებში აისახება. ეს აისახება მათ შორის იმაში, რომ ჩვენ უპრეცედენტოდ დიდი ფინანსური დახმარება მივიღეთ. საქართველოს ამხელა მასშტაბის დახმარება არასდროს მიუღია. რაც შეეხება გარკვეულ დათქმებს, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ჩვენი ამოცანაა, დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცება. ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს შევასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს