ბორჯომის მერიამ შშმ პირთა მომსახურების ცენტრების ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ბორჯომის მერიამ შშმ პირთა მომსახურების ცენტრების ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე შშმ პირთა დღის ცენტრ „თებეს“ და ადრეული განვითარების მომსახურების ცენტრს ესტუმრნენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრების ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

კერძოდ, მათი განმარტებით, მერიისგან საახალწლო საჩუქრები 54 ბენეფიციარს გადაეცა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, დავით ზაალიშვილმა ახალგაზრდებს დამდეგი 2021 წელი მიულოცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.