მიხეილ სარჯველაძე - ამნისტიის კანონპროექტს დაახლოებით 15-20 მუხლი დაემატება

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტს, დაახლოებით 15-20 მუხლი დაემატება. აღნიშნულის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც მან განმარტა, საქმე ეხება ერთგვაროვან მუხლებს.

„დისკუსიების და საკომიტეტო განხილვების პროცესში გამოითქვა რამდენიმე რეკომენდაცია, პირველი რაც უნდა ავღნიშნო, რომ გაფართოვდება შემადგენლობა მუხლებისა. ორი მიმართულება გვაქვს გათვალისწინებული, იქ სადაც ლოგიკა გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ ახალი მუხლები დამატებულიყო, იქნება დაახლოებით 15-20 მუხლი, რომელიც დაემატება. დაახლოებით ერთგვაროვან მუხლებზეა საუბარი, ეს არ იქნება თვისობრივად განახლებული და იმ პრინციპებთან არათავსებადი რაზეც ვისაუბრეთ, მაგალითად, ყაჩაღობაზე არ გვაქვს დაგეგმილი რომ შევიტანოთ. თუმცა, ზოგიერთი მუხლის შემთხვევაში, რომელზეც გათვალისწინებული გვქონდა პირველ ნაწილისგან პასუხისმგებლობის გათავისუფლება, შეიძლება წავიდეთ წინ და მეორე - მესამე ნაწილი გვქონდეს გათვალისწინებული ,თუმცა, ესეც ვერ იქნება უპირობო, აუცილებელი იქნება გარკვეული წინდახედულობა და ისეთი დამამძიმებელი გარემოებები, როგორიც იქნება მაგალითად ორგანიზებული ჯგუფი, რაც მწვავე პრობლემაა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ამაზე გავრცელება არ იგეგმება, თუმცა, ოდენობით როცა მძიმდება ცალკეული დანაშაულები, იქ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ , რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამ კუთხით მუშაობა კვლავაც გაგრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფადვე ოპტიმალური ვარიანტის მიღწევას შევძლებთ, მე მესმის საზოგადოებაშიც მოლოდინებია, არის ნაწილი, რომელიც ბევრად უფრო გაფართოებას ითხოვს, არის ნაწილი, ვინც ამას მხარს არ უჭერს და აქ დაბალანსებული და სწორი მიდგომების განვითარება იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი,“- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ისეთ შემთხვევებში, როცა ამნისტიის წინაპირობა არის დაზარალებულის თანხმობა ან ზიანის ანაზღაურება, ამ პირობების დაკმაყოფილებისთვის 6 თვიანი პერიოდი იქნება განსაზღვრული.

„არის ინიციატივა და მე პირადად ამას ვეთანხმები, რომ 6 თვიანი პერიოდი იყოს გამოყენებული, რომლის განმავლობაშიც პირს ექნება შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს თანხმობა თუ ის წინაპირობები დააკმაყოფილოს, რა შემთხვევაშიც ეკუთვნის ამნისტიის გავრცელება,“- აცხადებს სარჯველაძე.

მან ასევე ისაუბრა 2012 წლამდე პირებისთვის დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებზე და აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოსგან დაკისრებული სისხლის სამართლის ჯარიმებისგან პირთა გათავისუფლება, „იმის გათვალისწინებით, რომ არანორმალურად მკაცრი იყო 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სისხლის სამართლის პოლიტიკა და იქ გამოყენებული სასჯელები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა“.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სარჯველაძე - ამნისტიის კანონპროექტს დაახლოებით 15-20 მუხლი დაემატება

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტს, დაახლოებით 15-20 მუხლი დაემატება. აღნიშნულის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც მან განმარტა, საქმე ეხება ერთგვაროვან მუხლებს.

„დისკუსიების და საკომიტეტო განხილვების პროცესში გამოითქვა რამდენიმე რეკომენდაცია, პირველი რაც უნდა ავღნიშნო, რომ გაფართოვდება შემადგენლობა მუხლებისა. ორი მიმართულება გვაქვს გათვალისწინებული, იქ სადაც ლოგიკა გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ ახალი მუხლები დამატებულიყო, იქნება დაახლოებით 15-20 მუხლი, რომელიც დაემატება. დაახლოებით ერთგვაროვან მუხლებზეა საუბარი, ეს არ იქნება თვისობრივად განახლებული და იმ პრინციპებთან არათავსებადი რაზეც ვისაუბრეთ, მაგალითად, ყაჩაღობაზე არ გვაქვს დაგეგმილი რომ შევიტანოთ. თუმცა, ზოგიერთი მუხლის შემთხვევაში, რომელზეც გათვალისწინებული გვქონდა პირველ ნაწილისგან პასუხისმგებლობის გათავისუფლება, შეიძლება წავიდეთ წინ და მეორე - მესამე ნაწილი გვქონდეს გათვალისწინებული ,თუმცა, ესეც ვერ იქნება უპირობო, აუცილებელი იქნება გარკვეული წინდახედულობა და ისეთი დამამძიმებელი გარემოებები, როგორიც იქნება მაგალითად ორგანიზებული ჯგუფი, რაც მწვავე პრობლემაა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ამაზე გავრცელება არ იგეგმება, თუმცა, ოდენობით როცა მძიმდება ცალკეული დანაშაულები, იქ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ , რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამ კუთხით მუშაობა კვლავაც გაგრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფადვე ოპტიმალური ვარიანტის მიღწევას შევძლებთ, მე მესმის საზოგადოებაშიც მოლოდინებია, არის ნაწილი, რომელიც ბევრად უფრო გაფართოებას ითხოვს, არის ნაწილი, ვინც ამას მხარს არ უჭერს და აქ დაბალანსებული და სწორი მიდგომების განვითარება იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი,“- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ისეთ შემთხვევებში, როცა ამნისტიის წინაპირობა არის დაზარალებულის თანხმობა ან ზიანის ანაზღაურება, ამ პირობების დაკმაყოფილებისთვის 6 თვიანი პერიოდი იქნება განსაზღვრული.

„არის ინიციატივა და მე პირადად ამას ვეთანხმები, რომ 6 თვიანი პერიოდი იყოს გამოყენებული, რომლის განმავლობაშიც პირს ექნება შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს თანხმობა თუ ის წინაპირობები დააკმაყოფილოს, რა შემთხვევაშიც ეკუთვნის ამნისტიის გავრცელება,“- აცხადებს სარჯველაძე.

მან ასევე ისაუბრა 2012 წლამდე პირებისთვის დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებზე და აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოსგან დაკისრებული სისხლის სამართლის ჯარიმებისგან პირთა გათავისუფლება, „იმის გათვალისწინებით, რომ არანორმალურად მკაცრი იყო 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სისხლის სამართლის პოლიტიკა და იქ გამოყენებული სასჯელები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია