ქუთაისის მერიამ „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცა

ქუთაისის მერია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის საახალწლო ამანათების დარიგებას აგრძელებს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარი ოჯახების წევრებს დღეს სასურსათო პროდუქტების ნაკრები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პირადად გადასცა.

,,ქუთაისის „მადლიერების სახლის“ 800-მდე ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადავეცით. ეს ადამიანები წლებია „მადლიერების სახლში“ მზრუნველობას და ყურადღებას იღებენ. საახალწლო სასურსათო ნობათები ტკბილეულობასთან ერთად, გადავეცით ჩვენს ბენეფიციარებს. თითოეულ მათგანზე 2021 წელსაც გავაგრძელებთ ზრუნვას და საჭიროებისამებრ დავეხმარებით. ,,მადლიერების სახლი"-ს ბენეფიციარების გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით ვუზრუნველყავით და ადგილზე აიღეს საახალწლო ნობათები. სიმშვიდის, ჯანმრთელობის და სიკეთის მომტანი იყოს ამ ადამიანებისთვის 2021 წელი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა