„გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა

საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში შერჩეული ერთ-ერთი პრიორიტეტი - „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები", ოფიციალურად დასახელდა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დირექტორატის მიერ, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია კლიმატის ცვლილებებისა და ბიომრავალფეროვნების კარგვის ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე და ამ მიმართულებით ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რაც მოცემული განცხადების თანახმად დადასტურებულ იქნა 2020 წლის 27 თებერვალს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მიღებულ დოკუმენტში. ის ასევე გამყარებულ იქნა საქართველოს თავმჯდომარეობის დროს 2020 წლის 15 მაისს მიღებული არსებული და ორი მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის (საბერძნეთი და გერმანია) ერთობლივი დეკლარაციით.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებით, „ზემოაღნიშნული ადასტურებს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში შერჩეული ერთ-ერთი პრიორიტეტის „გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებები" მნიშვნელობას და მიუთითებს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით დატოვებული ძლიერი მემკვიდრეობის ევროპის საბჭოს პრიორიტეტად გადაქცევაზე."

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა

საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში შერჩეული ერთ-ერთი პრიორიტეტი - „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები", ოფიციალურად დასახელდა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დირექტორატის მიერ, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია კლიმატის ცვლილებებისა და ბიომრავალფეროვნების კარგვის ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე და ამ მიმართულებით ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რაც მოცემული განცხადების თანახმად დადასტურებულ იქნა 2020 წლის 27 თებერვალს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მიღებულ დოკუმენტში. ის ასევე გამყარებულ იქნა საქართველოს თავმჯდომარეობის დროს 2020 წლის 15 მაისს მიღებული არსებული და ორი მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის (საბერძნეთი და გერმანია) ერთობლივი დეკლარაციით.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებით, „ზემოაღნიშნული ადასტურებს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში შერჩეული ერთ-ერთი პრიორიტეტის „გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებები" მნიშვნელობას და მიუთითებს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით დატოვებული ძლიერი მემკვიდრეობის ევროპის საბჭოს პრიორიტეტად გადაქცევაზე."

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია