გორის მერი - ინფორმაცია მაქვს, რომ დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ პანდემიის გამო, საქონელი გატანილი ჰქონდათ და მგონი, ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისი თქმით, ბაზარი დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა, ხანძრის გაჩენის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

„ეს კერძო საკუთრებაა, ხელშეკრულებით იყვნენ შესულები. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ პანდემიის გამო მათ გატანილი ჰქონდათ თავისი საქონელი და მე მგონია, რომ ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს. გაირკვევა ყველაფერი. დაშავებული არავინ არაა“, - აღნიშნა გორის მერმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობას უკიდია. ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო