ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე 20-მდე ოჯახი "საქართველოს რკინიგზის" კუთვნილ შენობაში შეიჭრა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე 20-მდე ოჯახი "საქართველოს რკინიგზის" კუთვნილ შენობაში შეიჭრა და ფართების გადაცემას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, ღია ცის ქვეშ არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

"წლებია ქირით ვცხოვრობთ და ამ პანდემიის გამო, ვეღარ ვიხდით გადასახადს. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ვთხოვთ, აჭარის მთავრობას, რომ დაგვაკმაყოფილოს",- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებიან.

როგორც რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შენობა დროულად დატოვონ.

"არავის არა აქვს უფლება შეიჭრას სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში, ჩვენ მათ მოვუწოდებთ დროზე გაათავისუფლონ ფართი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება იქნება მკაცრი. არ ვიცით, რა კატეგორიის ოჯახები შემოიჭრნენ, ჩვენ მოვუწოდებთ დატოვონ ტერიტორია და ყველას ინდივიდუალურად შევხვდები, არცერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფო დახმარების იმ პროგრამის მიღმა, რომელიც მათ ეკუთვნით", -განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა