ორამინ-F - გაძლიერდი

ორამინ-F - გაძლიერდი

ორგანიზმის გასაძლიერებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობით მიღებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს, ზამთარში, მსოფლიოში მწვავე რესპირაციული - ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება. COVID-19-ის ფონზე, აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ექიმების რეკომენდაციით, ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვადასხვა ტიპის ვიტამინებისა და მინერალების ნაკრებით იმუნიტეტის გაძლიერებაა.

აღნიშნული პრობლემების მოგვარება შეუძლია ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, სახელწოდებით - ორამინ-F. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მაკრო და მიკროელემენტების მოქმედების შედეგად ორამინ-F ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გაციებისა და გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ. ასევე, გააჩნია ზოგადი მატონიზებელი მოქმედება და ხელს უწყობს ადამიანის ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის გაუმჯობესებას.

კორეული ჟენშენისა და ფუტკრის რძის სინთეზის სასწაულმოქმედი ძალა

მნიშვნელოვანია, რომ ვიტამინების სრული ნაკრების გარდა, ორამინ-F შეიცავს ორ ძალზე მნიშვნელოვან პროდუქტს: კორეულ ჟენშენსა და სამეფო ჟელეს ანუ ფუტკრის რძეს, რომელთა სასარგებლო თვისებები და გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა.

კორეული ჟენშენი უხსოვარი დროიდან წარმოადგენს აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთ თვალსაჩინო პროდუქტს, რომელსაც „სიცოცხლის ფესვს“ უწოდებენ. კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობლებს.

ჟენშენს წარმატებით იყენებენ უძილობის, მომატებული აღგზნებადობის, კუჭ-ნაწლავის დარღვეული ფუნქციონირების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის; ჟენშენი, გარდა იმისა, რომ ფიზიკური და გონებრივი სტრესისგან დაცვას უზრუნველყოფს, ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ პოტენციალზე, ფიზიკურ აქტივობაზე, შრომისუნარიანობის ხარისხსა და გუნება-განწყობაზე.

სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) შეიცავს A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას, სილიციუმს და ორგანულ მჟავებს. ის აფართოვებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედების საკვებ მასალას, ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესისადმი ტოლერანტობის ზრდას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრედულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადაპტოგენური თვისებები, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და უზრუნველყოფს კანის, ფრჩხილებისა და თმის სილამაზის შენარჩუნებას.

ფუტკრის რძის ცილოვანი ნაწილი შეიცავს 22 ამინომჟავას, რომელთაგან 10 შეუცვლელია. ასევე შეიცავს ცხიმებს, წყალში და ცხიმში ხსნად ვიტამინებს, სხვადასხვა ტიპის ნახშირწყლებსა და ფერმენტებს; გააჩნია ძლიერი გონადოტროპული ეფექტი, უზრუნველყოფს სასქესო სისტემის გამართულ მუშაობას. კვებითი ღირებულებით ის მნიშვნელოვნად აღემატება ძროხის რძეს, რომელთან შედარებითაც ფუტკრის რძე შეიცავს ხუთჯერ მეტ ცილას, ექვსჯერ მეტ ნახშირწყალს და სამჯერ მეტ ცხიმს. მას გააჩნია გამოკვეთილი ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული და ანტივირუსული მოქმედება. ის წარმატებით ებრძვის სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს და ტუბერკულოზის ჩხირსაც კი.

ჟენშენის მსგავსად, ფუტკრის რძესაც აქვს უნარი დაარეგულიროს როგორც დაბალი, ასევე მაღალი არტერიული წნევის მაჩვენებლები, ასტიმულიროს ძვლის ტვინის უჯრედების სწორი გამრავლება, რის გამოც გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ანემიის მკურნალობისთვის. ანემიის მკურნალობაში მისი დადებითი ეფექტი ასევე განპირობებულია საკვებით მიღებული რკინის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უკეთესი შეწოვის ხელშეწყობით. იგი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ანთებითი პათოლოგიების დროს, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგოა. ბავშვთა და მოზარდთა ასაკში გამოიყენება როგორც სიმაღლეში ზრდისა და გონებრივი განვითარების მასტიმულირებელი საშუალება, ხოლო ხანდაზმულებში ასაკობრივი სისუსტის დროს სასიცოცხლო ძალების აღდგენას უწყობს ხელს.

ორამინ -F , სწორედ ის საკვები დანამატია, რომელიც ზრდის ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიას და აძლიერებს იმუნიტეტს.

ორამინ-F მიიღება 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, დღის პირველ ნახევარში. კურსის ხანგრძლივობაა 2-4 კვირა. ორამინ-F-ის მიღება რეკომენდებულია გადაღლილობისა და მოდუნების, მძიმე ფიზიკური ან გონებრივი გადატვირთვისა და ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ.

(R)