ქუთაისის მერმა ორ ქუთაისელ მოსწავლეს საახალწლოდ საჩუქრად ლეპტოპები გადასცა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ორ ქუთაისელ მოსწავლეს საახალწლოდ ლეპტოპები გადასცა საჩუქრად. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და წარჩინებულად სწავლობენ.

„2020 წელს ჩვენი ბავშვებიც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ - მათ სწავლის გაგრძელება უჩვეულო გარემოში მოუხდათ, პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო. დისტანციურ სწავლებას ზოგჯერ ახლდა გარკვეული ტექნიკური სირთულეები, რომელთა დაძლევაში ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს. დღეს ორ პატარა ქუთაისელს საჩუქრად გადავეცით ლეპტოპები, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა.

წარმატებული და სიხარულით სავსე იყოს ყველა ბავშვისთვის 2021 წელი!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტში ჩადებულია ახალი ქვეპროგრამა , რომლის თანახმადაც, 40 000 ლარი გამოიყოფა ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, რომლებთაც არა აქვთ ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა