„კავკასიური მეტალის ტერმინალმა“ საახალწლოდ 250-ვე თანამშრომელზე პრემიის სახით, თანაბრად - 1000 ლარი გამოყო

გლობალური პანდემიის მიუხედავად, Caucasian Metals Terminal-მა 2020 წელს, ექსპორტზე ნახევარ მილიონ ტონამდე ტვირთი გაიტანა და ამ მონაცემებით, საექსპორტო ბაზრის ლიდერია.
როგორც CMT-ის წარმომადგენლები აცხადებენ, სხვა კომპანიების მსგავსად, 2020 წელი მათთვისაც გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა გუნდში არსებული სოლიდარობა და პროფესიონალიზმი კომპანიას კრიზისის მარტივად დაძლევაში დაეხმარა.
მათივე განმარტებით, კომპანიამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიც თავისი წვლილი შეიტანა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, „კავკასიური მეტალის ტერმინალმა” არაერთ ოჯახს გაუწია დახმარება.
„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია გლობალური პანდემიის გამო დაზარალებულ უამრავ ოჯახს დაეხმარა და მათ საკვები პროდუქტები და საჭირო ნივთები გადასცა. მიმდინარე წლის აპრილში, ქართველი და უცხოელი დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში კომპანიამ 100 000 ლარი გადარიცხა, ხოლო საახალწლოდ უკლებლივ ყველა თანამშრომელზე პრემიის სახით, თანაბრად 1000 ლარი გამოყო , რითაც მადლიერება გამოხატა განსაკუთრებულად რთულ პერიოდში გამოჩენილი გუნდურობისთვის. „კავკასიური მეტალის ტერმინალი” ყველა ზემოთ აღნიშნულ აქტივობას დამფუძნებელი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანიის Industrial Minerals SA-ს მეშვეობით ახორციელებდა. CMT-ის გუნდი მადლობას უხდის Industrial Minerals SA-ს გაწეული თანადგომისთვის და სრულიად საქართველოს დამდეგ შობა - ახალ წელს ულოცავს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ინფორმაციისთვის, Caucasian Metals Terminal 2011 წელს ქალაქ ფოთში დაფუძნდა და ამჟამად ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელი ძალაა. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს სპილენძის კონცენტრატის იმპორტი და ექსპორტი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, Caucasian Metals Terminal-ში 250 ადამიანია დასაქმებული.
(R)
























