რა არის ახალი? სილქნეტის საახალწლო საჩუქარი - პირველი ქართული მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic და ქართველი შემსრულებლების კონცერტი „სილქუნივერსალის“ საახალწლო ეთერში Lenø Records-თან ერთად

ნინო ქათამაძე, მწვანე ოთახი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ბენდი Loudspeakers, Killages Bedford Falls, ერეკლე დეისაძე, ელენე კალანდაძე & ერეკლე გეწაძე ,DRO, Sophie Villy, Michailo ,ზუკა სიმონიშვილის ტრიო, ანა ჟორდანია, ანუშკა ჩხეიძე, დიმა დადიანი, ეკა დოლიძე & უჩა მეტრეველი, Khondzi, სანდრო ბიბიჩ, ცოტნე ზედგინიძე, სოფო გორდელაძე, გიორგი გიგაშვილი, Janngo, ნუცი ნებიერიძე, ნინი ნუცუბიძე, Anna Doi, ლიზა კერესელიძე - ეს მუსიკოსები 31 დეკემბერს 23:00 საათიდან, სილქუნივერსალის პირდაპირ ეთერში, ტელემაყურებლებისთვის საყვარელ, ნაცნობ რეპერტუარს შეასრულებენ.

კონცერტის წარმდგენია სილქნეტის ახალი სერვისი Silk Music და Lenø Records.

სილქნეტმა პირველი ქართული მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic შექმნა, სადაც 9 მილიონამდე მაღალი ხარისხის მუსკალური ნაწარმოები იქნება განთავსებული. ამ ეტაპზე უცხოური შემსრულებლების კატალოგებია განთავსებული. სამომავლოდ იგეგმება ქართული კატეგორიის დამატება.

მომსახურების მიღება საქართველოს ნემისმიერი სატელეკომუნიკაციო ქსელის მომხმარებელს შეუძლია. სერვისის მისაღებად ინტერნეტ მხარდაჭერა (wifi; მობილური ინტერნეტი) აუცილებელი პირობაა. თუმცა, ინტერნეტის გახარჯვის გარეშე მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი აპლიკაცია.

ტელეფონში მობილური აპლიკაციის გადმოწერისთანავე, მსურველი გაივლის რეგისტრაციას: მობილური ნომრით, ელ.ფოსტის მისამართის მითითებით და პაროლის შექმნით. ამ ეტაპზე, აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია app store-იდან, ახლო მომავალში SilkMusic android play-ში გამოჩნდება.

ახალი მუსიკალური აპლიკაცია Sony Music Entertainment, Warner Music Group, Universal Music Group-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

სილქნეტი ამ სიახლით და საკონცერტო პროგრამით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა