მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს.

“გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2021 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენთაგანის და მთლიანად საქართველოსათვის! განსაკუთრებით მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩემს მოხევეებს, დუშელებს, მცხეთელებს, თიანელებს, ხევსურებს, ფშაველებს, მთიულებს, გუდამაყრელებს, ქსნელებს, ხეობელებს, სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას სრულიად მცხეთა- მთიანეთში მცხოვრებ თითეულ ოჯახს.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა ჩვენს რეგიონში 2020 წელს განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამა. ავაშენეთ ბაღები და სკოლები,რეაბილიტირდა კულტურირული და საგანმანათლებლო დაწესებულებები, დაიგო გზები აშენდა ხიდები და ასე შემდეგ. არანაკლებ აქტიური იქნება ამ კუთხით 2021 წელი.

ვგეგმავთ არაერთი პროექტის განხორციელებას რაც დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას და ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენას გულისხმობს. 2021 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა