ზუგდიდში, ტყაიას საჯარო სკოლის 87 მოსწავლეს საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა

ზუგდიდში, ტყაიას საჯარო სკოლის 87 მოსწავლეს საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საჯარო სკოლის 87 მოსწავლეს ინდივიდუალურად გადაეცა საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ გაგზავნილი მისალოცი ბარათები და სპეციალურად მათთვის შერჩეული საჩუქრები, რომელიც ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში" საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსკა ოთარაშვილმა და ასოციაციის მოხალისეებმა გადასცა.

„დიდი მადლობა ზუგდიდის მუნიციპატილეტის მერიას მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს თანადგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა, ადგილობრივ ორგანიზატორს - თამარ ჩიქავას, თეო ლორთქიფანიძეს, ხოლო, ტექნიკური მხარდაჭერისთვის - ნინი ფარჯიკიას. ასოციაცია "ქართველები საფრანგეთში" ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა და მისი ფეისბუქ ჯგუფი, 27 ათასზე მეტ საფრანგეთში მცხოვრებ ქართველს აერთიანებს. პლატფორმა შექმნილია საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლა - გაზიარების მიზნით. ასოციაცია "ქართველები საფრანგეთში" არამომგებიანი, არასამთავრობო, აპოლიტიკური და არელიგიური ორგანიზაციაა და მისი კომიტეტის წევრები მოხალისეები არიან, რომლებიც მუშაობენ სამი მთავარი ხაზის პროექტებზე. ესენია: საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობა: ფრანგული ენის კურსები, ქართული ონლაინსკოლა საფრანგეთში დაბადებული, გაზრდილი ბავშვებისათვის და სხვ. ქართული კულტურის პოპულარიცაზია საფრანგეთში: ქართული ენისა და კულტურის ონლაინ კურსები ფრანგებისათვის, პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება; საქველმოქმედო აქციების ორგანიზება საქართველოში: ასოციაციას, პარტნიორების ხელშეწყობით, გაგზავნილი აქვს 10 ტონაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნივთი საქართველოში. საკვები, ჰიგიენის ნივთები, ტანსაცმელი, სასკოლო ატრიბუტები, წიგნები და სხვ.

ასოციაციის "ქართველები საფრანგეთში" მიერ მომავალში, დაგეგმილია კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო პროექტები და იმედს იტოვებს, რომ კიდევ მრავალჯერ ესტუმრება საქართველოს სიამაყეს - სამეგრელოს! გულითად მადლობას გიხდით, ასეთი გულთბილი დახვედრისათვის მეგრელებს! გვეამაყებით, გვახსოვხართ და გვენატრებით! გილოცავთ ახალ 2021 წელს!“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა