რელიგიის საკითხთა სააგენტო პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს მას.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი გამოჩენილი რელიგიური ლიდერია, რომელსაც აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში და გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს”, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება