აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან გადაყვანილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში საერთო ჯამში 31 961 პირი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, ხოლო გასული 24 საათის განმავლობაში 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყების ცნობით, კოვიდ კლინიკა 18-მა პაციენტმა დატოვა და მკურნალობის კურსს 371 პაციენტი გადის.

აჭარაში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.