ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის შესახებ შემოთავაზებაა და დავეთანხმეთ, რომ უფრო მეტი მუხლი მოვიცვათ, თუმცა, პრინციპი, რომ ეს არაძალადობრივი მუხლები უნდა იყოს, ეს შენარჩუნებულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მნიშვნელოვანია პირების რესოციალიზაცია, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ნასამართლეობის არქონა აუცილებლად გათვალისწინებული იქნება.

" ჩვენ მეორე მოსმენის ფარგლებში განვიხილეთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და თანმდევი პროექტები. არის შემოთავაზება, მომხსენებლის მხრიდან მზაობა და კომიტეტიც დაეთანხმა, რომ უფრო მეტი მუხლი მოვიცვათ. თუმცა, პრინციპი, რომ ეს არაძალადობრივი მუხლები უნდა იყოს, ეს პრინციპი შენარჩუნებულია. რაც შეეხება სტუდენტებთან დაკავშირებით და ქალებთან მიმართებით, ვისაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ, აქაც ეს პრინციპი შენარჩუნდება რიგ მუხლებთან მიმართებით, რაზეც იქნება საბოლოოდ შეჯერებული ვერსია. ნასამართლოების არქონა,ზიანის ანაზღაურების საკითხები, ეს არის მთელი პრინციპი, რაც მთელ ამ პროექტს გასდევს, შესაბამისად, სახელმწიფო უკვე გამოთქვამს მზაობას შესთავაზოს ამ პირებს საზოგადოებაში რესოციალიზაცია და ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებაში დაბრუნებას. თუმცა, მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უსაფრთხოება. ამ ბალანსის საფუძველზე ჩვენ გვექნება უკვე რედაქციულად ის ვერსია, რომელსაც ყველა ნახავთ და ვიდრე ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას დავიწყებთ, ყველას გექნებათ საშუალება, რომ ის ვერსია, რომელიც განხილული უნდა იყოს, წინასწარ ნახოთ. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პირი თუ არის ნასამართლევი და შემდეგ კიდევ სასჯელს იხდის, აქ იქნება მექანიზმი. ასეთ პირებთან მიმართებით დაბალანსებული მიდგომა მოგვიწევს, იმიტომ, რომ გააჩნია ადამიანს წარსულში რა დანაშაული აქვს ჩადენილი. ადამიანი, რომელიც გაუპატიურების, მკვლელობისთვის, ტერორიზმისთვის ან სხვა მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და შემდეგ კიდევ დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, აქ ჩამკეტი მექანიზმი იქნება. ასეთ პირებთან მიმართებით შესაძლოა შეღავათზე ვიფიქროთ, თუმცა, ამ პირების გათავისუფლება და სასჯელისგან გათავისუფლება ძალიან საფრთხილო და დასაფიქრებელი იქნება. ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის გარეშე მუხლებს ამნისტია შეეხებათ, თუმცა შესაბამისი პირობების გათვალისწინებით. აქაც ნასამართლეობის კომპონენტი გათვალისწინებული იქნება, იყო თუ არა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი",-განაცხადა ოხანაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ