“თავისუფლების მარში" კახეთში აქციებს მართავს

"მონები", „ძირს ხელისუფლება", - ამ შეძახილებით “თავისუფლების მარში" კახეთში აქციებს მართავს. ისინი თავდაპირველად საგარეჯოში იმყოფებოდნენ, საიდანაც გურჯაანში და ყვარელში გადაინაცვლეს. მათი ძირითადი მოთხოვნაა, რვა მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. მოძრაობის წევრებმა ტრანსფარანტებით, შეძახილებით ცენტრალური ქუჩებში მსვლელობა გამართეს.

"ჩვენ დავიწყეთ კახეთით, მოვივლით დღეს რეგიონს. არ მივცემთ ხელისუფლებას მოსვენების საშუალებას. ვითხოვთ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ისინი კი არ უშვებენ პოლიტპატიმრებს, მათ სიას უფრო ზრდიან. ამიტომ პროტესტი გრძელდება. აუცილებლად იქნება შედეგი- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - აცხადებენ მოძრაობის წევრები.

„თავისუფლების მარში“ დღის ბოლოს შემაჯამებელ აქციას თელავში გამართავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა