მალხაზ თორია - ცეცხლის ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს

ცეცხლის ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, რითაც სამეგრელო-ზემო სვანეთში დღის განმავლობაში 40-ზე მეტ ლოკაციაზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა.

მალხაზ თორიას განცხადებით, ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება, ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სამუშაოები.

"ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს. ყველა ლოკაციაზე ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს როგორც სალოკალიზაციო, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან მოხდა დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება. ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს თუმცა ჩვენი მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც სახეზე გვაქვს" , - განაცხადა მალხაზ თორიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მრავალწლიან ნარგავებსაც, ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც გარკვეულ უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრიგადების მუშაობის შედეგად ელექტრომომარაგება ადმინისტრაციულ ერთეულებს აღუდგა. ამჟამად რეგიონის ხუთი სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა