ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხის საამქროს უკიდია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 ეკიპაჟი მუშაობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
უწყების ცნობით, დაშავებული არ არის.