ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდ 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მდგომარეობა საგანგაშო და საპანიკო არ არის, თუმცა დროა, სახელმწიფო თავდაცვითი სწორი ღონისძიებებისთვის ემზადებოდეს.

„ადამიანებმა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, აქვთ თუ არა მაჟორულად და მასობრივად ინფექციის გავრცელების შემთხვევაში კვლავ ინფიცირების რისკი?! მეცნიერების გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი ინფექციის შემსუბუქების ფორმადაც კი გადაიქცეს, არათუ დამძიმების, ამიტომ ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები გაიზრდება იმ ქვეყნებში, ჯერჯერობით ეს არ ფიქსირდება და ამის მაგალითია ბრიტანეთი. ამიტომ, ძალიან საპანიკო და მნიშვნელოვნად საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეიძლება ეს გამოწვევა იყოს, ამიტომ სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს თავდაცვითი სწორი ღონისძიებებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს უფრო მეტ ტესტებს, უფრო მეტ გენური კვლევის შესაძლებლობას, ჰოსპიტალიზებას, უფრო მეტი ექიმის გადამზადებას. აქ უდაოა, ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი არ შეცვლილა - ჩვენ ისევ გვევალდებულება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა. რომელ შტამთანაც გვექნება ურთიერთობა, მეტი ჩვენ არ მოგვეთხოვება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 - ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს