რამაზ საყვარელიძე - პარლამენტში არშესვლას შედეგი უნდა ჰქონდეს, ოპოზიციის ბოიკოტი კი უშედეგო ჩანს - პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ შესვლის პროცესს გაგრძელება ექნება

„პატრიოტთა ალიანსის“ ეს მოქმედება არ გამკვირვებია. ამ პროცესს ასეთი გაგრძელება ექნება და არამხოლოდ ამ პარტიაში, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის სამი წევრის - დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლის თაობაზე.

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში არშესვლას თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს, ოპოზიციის ბოიკოტი კი ჯერჯერობით უშედეგო ჩანს.

„უშედეგობას ისევ ურჩევიათ ის შედეგი, რისთვისაც მიიღეს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. მგონია, ნელ-ნელა ეს ტენდენცია პარლამენტისკენ მოძრაობისა გარდაუვალია. პოლიტიკამ იცის ორმაგი თამაშები და ასეთი რამ გასაკვირი არ იქნება. გაკვირვება დაიწყო იქიდან, როდესაც ინაშვილმა გადაწყვიტა ბოიკოტი. თუ ეცდება რაღაც ფორმები მოძებნოს ისეთი, რომ ნელ-ნელა შეცვალოს სიტუაცია, ეს გასაკვირი არ არის. რუსულ ინტერესებს თუ შევხედავთ, მის ინტერესშია იმის მოხდენა, რაც არ „აწყობს“ დასავლეთს. დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ „აწყობს“ ქუჩის პოლიტიკა და სურს, რომ ოპოზიციამ საკუთარი საქმიანობა გააგრძელოს პარლამენტში. აქედან, სავარაუდოა, რომ რუსეთის ინტერესში უფრო ის ბოიკოტი იყოს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი არის დაკავებული“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ უკვე მიმართეს. „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან - გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის ასევე ავთანდილ ენუქიძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს