ქედის მუნიციპალიტეტში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა

ქედის მუნიციპალიტეტში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა

ქედის მუნიციპალიტეტში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 35 - კაციანი სამაშველო ჯგუფი არის ჩართული.

რაც შეეხება დასახლებულ პუნქტს, როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.