არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში

ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში, - ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატები კენჭისყრის შემდეგ სასესიო დარბაზში მიიწვია და აღნიშნა, რომ მათ უკვე აქვთ უფლება საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ.

„ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე ჩაანაცვლეს.

ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით, მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ასევე ავთანდილ ენუქიძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს