ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ" კანონი ახლანდელი მოცემულობით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ" კანონი ახლანდელი მოცემულობით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ რისკები დაცული იყოს, ინდივიდუალურადაა შეფასებული, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ რისკების აწონ-დაწონვა ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარეა.

„იმისათვის, რომ რისკები დაცული იყოს, სათითაოდაა გავლილი თითოეული პუნქტი და ნაწილი. მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურად რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას. შესაბამისად, რისკების აწონ-დაწონვა იყო ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე. დღეს კიდევ საბოლოო სურათი დაზუსტდება, მაგრამ რაც ახლანდელი მოცემულობაა, ვიდრე მეორე მოსმენით საბოლოოდ იქნება მიღებული, არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ" კანონი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებში გაიმართება, შემდეგ კი, პლენარულ სესიაზე გავა.

არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა