მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მოქმედება, შესაძლოა, გავრცელდეს იმ პატიმრებზეც, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მოქმედება, შესაძლოა, გავრცელდეს იმ პატიმრებზეც, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს. ასეთ შემთხვევაში, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მათი თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ფორმა შინაპატიმრობით შეიცვლება.

როგორც სარჯველაძემ რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აღნიშნა, კანონის ამ ნორმით სარგებლობა მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს შეეძლებათ, რომლებმაც სტუდენტის სტატუსის კანონის მიღებამდე მიიღეს და ეს მომავალში სტუდენტის სტატუსის მიღების შემთხვევაში, მათ სასჯელის ფორმს არ შეუცვლის.

„გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაშვებით, პირობებით გავრცელდეს ამნისტია და შინაპატიმრობით მოხდეს სასჯელის შეცვლა ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის. ამ შემთხვევაში, იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალების სასჯელის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით, მოუხდელი ნაწილის. ასევე, სტუდენტებზე, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში, შესაბამისად, ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს, შეიძლება ეს შეღვათი რომ გავრცელდეს. ბუნებრივია, ამით მათ მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ რესოციალიზაციისთვის. აქ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს ეხება არა მომავალში ვინც სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს, არამედ კანონის მიღების მომენტში. ეს ვერ შეეხება ბუნებრივია ყველა იმ ადამიანს, ვინც სტუდენტი გახდება მომავალში, ეს არის კანონის მიღების მომენტისთვის, ვისაც აქვს ასეთი სტატუსი მოპოვებული. მომავალში თუკი იქნება, ეს შეიძლება დადებითად ახასიათებდეს პიროვნებას, თუ ის სწავლას მოკიდებს ხელს, თუმცა ამნისტია ვერ იტყვის იმას, რომ ვინც სტუდენტი გახდება, მას ეს შეღავათი ექნება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს