წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარს ებრძვიან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ბალახის საფარსა და ბუჩქებს დაახლოებით 50 ჰექტარზე უკიდია. წყალტუბოს მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სოფლებში: ჩუნეშში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში. ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.
მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
























