ლევან ბოძაშვილი -  იწყება ახალი ტექნოლოგიური ეპოქა მართვის ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, რუსეთის მიმართ დასავლეთის მორიდებული პოლიტიკა შემტევითი ტაქტიკით შეიცვლება

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში 2020 წლის შედეგებსა და 2021 წლის პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტსა და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ახლა როცა 2020 წელი ისტორიის კუთნილებაა, უკვე თამამად შეიძლება 2020 წლის შედეგებზე საუბარი.

თქვენი დაკვირვებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგების თვალსაზრისით როგორი იყო 2020 წელი?

- 2020 წელი იყო არაორდინალური, მაგრამ კანონზომიერი. 2020 წელმა აჩვენა, რომ კაცობრიობა არ აღმოჩნდა მზად მრავალი გამოწვევის გასამკლავებლად, ეს პირველ რიგში ეხება საერთაშორისო ინსტიტუციების, გლობალური წესრიგის ორგანიზაციას.

კერძოდ, ნათლად გამოჩნდა, რომ გლობალიზაცია მიმდინარეობს მხოლოდ კომერციული, ეკონომიკური, მომხვეჭელობითი პარადიგმით და არა გადარჩენის, გლობალური კრიზის-მენეჯმენტის, განვითარებისათვის აუცილებელი თანამდევი გლობალური კომპეტენციების ფონზე.

2020 წელმა აჩვენა, რომ კაცობრიობა არ აღმოჩნდა მზად მრავალი გამოწვევის გასამკლავებლად, ეს პირველ რიგში ეხება საერთაშორისო ინსტიტუციების, გლობალური წესრიგის ორგანიზაციას.

კერძოდ, ნათლად გამოჩნდა, რომ გლობალიზაცია მიმდინარეობს მხოლოდ კომერციული, ეკონომიკური, მომხვეჭელობითი პარადიგმით და არა გადარჩენის, გლობალური კრიზის-მენეჯმენტის, განვითარებისათვის აუცილებელი თანამდევი გლობალური კომპეტენციების ფონზე

ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანთა განვითარება კვლავ მასიურად ჩამორჩება ინსტიტუციური, საგანმანათლებლო, სისტემური ჰარმონიის თვალსაზრისით - არის დიდი უფსკრული მეცნიერებასა და პოლიტიკას შორის, განვითარებასა და კომერციას შორის, ადამიანის მოქმედება დამანგრევლად კვლავ ეგოცენტრულია და ხშირ შემთხვევაში თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი. საკაცობრიო მიდგომები არ ემყარება ოპტიმალიზაციას, ის არის გლობალიზებული მაგრამ არა გლობალური.

აშკარაა უკიდურესი დისბალანსი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის, კოვიდ ვაქცინის რიგმა ეს კარგად გამოაჩინა. სამოქალაქო თავისუფლების გამოხატულებად უდისციპლინობა იქცა, დემოკრატიულობის მაჩვენებლად ანარქიულობისადმი მიდრეკილება.

თვალნათელი გახდა ბოლო წლების ტენდენცია - სახელმწიფოთა სუვერენული ძალაუფლების ბუნებრივი დელეგირება ტრანსნაციონალური კორპორაციების, გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ.

აბა ვკითხოთ მკითხველს რა უფრო ურჩევნია - ფეისბუკი თუ ყველა პარტია ერთად აღებული? ადამიანის ქსელებზე დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ ჩვენ მას ვეღარც ვამჩნევთ. ეს დასასრულია, იმ ძველი, სახელმწიფოური ეტაპის დასასრული, რადგან ადამიანი არასახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოკიდებული გახდა, ინტერნეტ წვდომის უფლებამ უფლებათა კატალოგში დაიმკვიდრა ადგილი. ბევრი რამის აკრძალვა სახელმწიფოს მხრიდან შეუძლებელი გახდა.

სწორედ ამიტომაც, 2020 წლით დასრულდა კაცობრიობის განვითარების მორიგი ეტაპი, ეტაპი, რომელიც გარდამტეხია ძველებურ, დრომოჭმულ ცხოვრების სტილსა და ახლებურ, განვითარებულ ცხოვრების სტილსა და მიდგომებს შორის. იწყება ახალი, სრულიად განსხვავებული ეპოქა, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის იქნება ტექნოლოგიური ეპოქა, ტექნოლოგიური არა ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ მართვის ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით.

2020 წლით დასრულდა კაცობრიობის განვითარების მორიგი ეტაპი, ეტაპი, რომელიც გარდამტეხია ძველებურ, დრომოჭმულ ცხოვრების სტილსა და ახლებურ, განვითარებულ ცხოვრების სტილსა და მიდგომებს შორის. იწყება ახალი, სრულიად განსხვავებული ეპოქა, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის იქნება ტექნოლოგიური ეპოქა, ტექნოლოგიური არა ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ მართვის ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით

სახელმწიფოთა სახალხო წონა კლებულობს, ექსტრატერიულობა მომძლავრდა, ანუ სახელმწიფო საზღვრების სუვერენული მნიშვნელობა ადამიანთან მიმართებაში, იშლება, ირღვევა. ჩვენ შევდივართ მონაცემთა ეპოქაში, რომელსაც სახელმწიფო საბოლოოდ ვეღარ გააკონტროლებს რადგან მის წარმოშობაზე წვდომა არ აქვს.

ამ ეპოქას ერთი თავისებურება აქვს სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე - ინდივიდი ხდება რეალური წყარო ძალაუფლების, რადგან ის ქმნის მონაცემს, მომდევნო ათწლეულების მთავარ ვალუტას, იმაზე უფრო ძლიერი გავლენით ვიდრე ფულია, ეს არსებითი გარდატეხაა კაცობრიობის ცხოვრებაში.

ინდივიდი ხდება რეალური წყარო ძალაუფლების, რადგან ის ქმნის მონაცემს, მომდევნო ათწლეულების მთავარ ვალუტას, იმაზე უფრო ძლიერი გავლენით ვიდრე ფულია, ეს არსებითი გარდატეხაა კაცობრიობის ცხოვრებაში

მაგრამ ყველა ინდივიდი ვერ გახდება ამ ძალაუფლების ახალი ერთეულის წყარო, ვინაიდან კომერციული მონაცემი დარჩება დაბალი დონის, ყიდვა-გაყიდვის ერთეულად, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი - ცნობიერებითი, ემოციური, იურიდიული მონაცემები გახდება სუპერ ძვირი, რადგან ის იქნება მთავარი ძალაუფლების ერთეული მსოფლიოში.

ამიტომაც, მოხდება პირველ ეტაპზე დეცენტრალიზაცია, ხოლო შემდგომზე - დისტრიბუცია ძალაუფლების. ეს ავტომატური პროცესი იქნება და მასაც იგივე „უხილავი ხელი“ დაარეგულირებს. სწორედ წელს, უმრავმა ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო ელექტრონულ ფულზე ფიქრი და განხორციელებაზე ზრუნვა.

ევროკავშირი იანვრიდან ტენდერებს ბლოკჩეინით ჩაატარებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გამოვიდა ინიციატივით, მოხდეს კაპიტალიზმის ახალი ფორმის ინსტალაცია - აქციონური და არა სამეწილეო კაპიტალიზმის.

ევროკავშირი იანვრიდან ტენდერებს ბლოკჩეინით ჩაატარებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გამოვიდა ინიციატივით, მოხდეს კაპიტალიზმის ახალი ფორმის ინსტალაცია - აქციონური და არა სამეწილეო კაპიტალიზმის

ყველას შეეძლება ყველაფრის მეწილე, აქციონერი იყოს ყველგან, გახდეს ბანკირი, რეპორტიორი, და ა.შ. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, თავად დოვლათის გადანაწილების სისტემა შეიცვლება. ეს კი შემდეგნაირად მოხდება :

  1. გლობალური სიღარიბის განგრძობადი შემცირება. ამ ტენდენციას ასაზრდოებს მაღალი გამავლობის ინტერნეტი და დაბალი საკომუნიკაციო ხარჯები ყველგან გავრცელებად ქლაუდზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის შეღწევით საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროებში. ფინანსები, დაზღვევა, განათლება და გართობის ინდუსტრიები გაციფრულდება და მოხდება მათი დემონეტიზაცია. ეს კი სერვისებსა და წარმოებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, მონოპოლიებს შეამცირებს და კაპიტალთან წვდომის საშუალებას მისცემს ადამიანებს.
  2. გლობალური გიგაბიტული კომუნიკაცია დააკავშირებს ყველასა და ყველაფერს, ულტრა იაფი საკომუნიკაციო საშუალებებით. ლიცენზირებული და არალიცენზირებული 5G ქსელის მასიური გავრცელება სატელიტურ ქსელებთან ერთად (OÍÄàÄÁ, ÛÔÀÒËÉÍÊ) ? უიაფესად დააკავშირებს ყველასა და ყველაფერს, ტრილიონობით ხელსაწყოსა და პროგრამას, დამატებით 3 მილიარდ ადამიანს, წარმოშობს რა ათობით ტრილიონი დოლარის გლობალურ კაპიტალს. ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს მზარდი კომპიუტერული სიმძლავრეებისა და ხელსაწყოთა არნახული განვითარება, ხელოვნური ინტელექტის მასობრივიზაცია.
  3. ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-ზე მეტი წლით მოიმატებს. ათეულზე მეტი ულტრარევოლუციური ბიოტექნოლოგიური და ფარმაცევტული ინოვაციები (1-ლ, მე-2 და მე-3 სატესტო ფაზებზე მყოფი) კიდევ ერთ დეკადას მოუმატებს ადამიანის სიცოხლეს. ეს ინოვაციებია უჯრედული აღდგენადობის მიწოდება, სენოლიტიკური მედიცინა, ენდო ვაქცინების შემუშავება და სხვა. და იმ ფონზე როდესაც მანქანური სწავლება ვითარდება და ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ახლოსაა უამრავი ახალი მედიკამენტების აღმოჩენასთან, კვანტური კომპიუტერიზაცია და გენეტიკური მეცნიერებები ამ მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს. გენური მოდიფიცირების ტექნოლოგიები უამრავ გენეტიკურ დაავადებას გაუკლავდება, შესაძლებლობა გაჩნდება დაავადებათა მემკვიდრეობითი ჯაჭვის გაწყვეტა, აქაც ხელოვნური ინტელექტი არსებით როლს ითამაშებს.
  4. კაპიტალის მასიური წარმოშობა მის ყველგან შეღწევას უზრუნველყოფს. ბოლო რამდენიმე წელიწადში ყველა ტიპის კაპიტალის არნახული ინვესტირება მოხდა. მიუხედავად არსებული და მომავალი რეცესიური პროცესებისა საერთო ჯამში კაპიტალის უპრეცედენტო ზრდაა მოსალოდნელი. მხოლოდ 2025 წლისათვის ქრაუდფანდინგით გლობალურად 300 მილიარდი დაიხარჯება სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებში, ხოლო ქრადუფანდინგი ნიშნავს ინდივიდუალურ ინვესტირებასა და საცალო კაპიტალის ზრდას. კაპიტალის მოძრაობა და ზრდა განპირობებულია სიგიჟემდე მიახლოებული ინოვაციური პროექტებში ინვესტირებით მეწარმეობასა და სტარტეპებში მთელი მსოფლიოს ირგვლივ.
  5. ოგმენტირებული რეალობის ტექნოლოგიის მასიური დანერგვა. ამ ტექნოლოგიის 5G და სწრაფი ინტერნეტის ქსელებთან ერთად კომბინაცია მთლიანად შეცვლის სავაჭრო და სარეკლამო ინდუსტრიებს, პრაქტიკულად ყველა ადამიანს სახლში ექნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტებით მოხდება არათუ შესყიდვა ტანსაცმლის, არამედ მათი ყიდვამდე მოზომვაც კი, ტესტ დრაივები, ინტერაქტიული სარესტორნო მენიუები და ვიდეო სამზარეულოები რეცეპტებითურთ. სარეკლამო კამპანიები უფრო ზუსტი, შერჩევითი, ინდივიდუალიზებული და გემოვნებაზე მორგებული იქნება სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მასიური დანერგვით.
  6. ყველაფერი გონიერია, სმარტია, ინტელექტზე დაფუძნებული. სპეციალური მანქანური სწავლების ჩიპები მასიურად იაფდება გლობალური მოთხოვნის ზრდის პარალელურად. მიკროსკოპული სენსორების განვითარებას, სწრაფი ინტერნეტისა და ქსელების დანერგვასთან ერთად შევდივართ დეკადაში როდესაც ყველა ხელსაწყო გონიერი, ინტელექტზე დამყარებული იქნება. ბავშვის სათამაშო მის სახელსა და სახეს იმახსოვრებს, ხოლო დრონი ძიძები მის მონიტორინგსა და ვიდეოჩაწერას ახდენს სახლსა თუ დაბადების დღის ცენტრებში. სახლის ნივთები, სამზარეულოსა და აბაზანის საშუალებები ხმოვან სიგნალზე იქნება და გაითვალისწინებენ ადამიანის მოთხოვნებს.
  7. დეკადის ბოლოს ხელოვნური ინტელექტი ადამიანის დონის ინტელექტს მიაღწევს. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები მზარდად ღია წყაროებით შეიქმნება და განთავსდება ქლაუდზე, რაც საშუალებას მისცემს მასიურად ყველას ვისაც ინეტრენეტი ექნება, მოახდინოს საკუთარი კოგნიტიური შესაძლებლობების გამოყენება, გადაწყვეტილებებისა და იდეების ხორცშესხმა, ახალი საწარმოების დაფუძნება ამჟამინდელის მეასედ ფასად. ნეირონული ქსელები სწრაფ ინტერნეტსა და მასიურ გავრცელებასთან ერთად ხელს შეუწყობს ამ მეგატენდენციის გავრცლებას პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში.
  8. ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობა ყველა პროფესიაში. ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის პარტნიორობა პრაქტიკულად ყველა სფეროში მოხდება. ხელოვნური ინტელექტის სერვისის პლატფორმების რაოდენობა მასიურად გაიზრდება. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესსა და სხვა სფეროებში დასაქმებულ ადამიანებს დამატებითი შემოსავლები განავითარონ. ხელოვნური ინეტელქტი გახდება საოფისე, ანუ ის დამატებითი მუშახელი იქნება მეტი კრეატიული იდეებისა და რუტინული ამოცანების გადასაწყვეტად. განსაკუთრებით ეს შეეხება სამედიცინო სფეროს, სადაც სამომავლოდ დიაგნოსტირება ხელოვნურ ინტელექტის გარეშე საექიმო ეთიკის დარღვევად ჩაითვლება და გახდება დასჯადი.
  9. მასიური, განახლებადი ენერგიები. მიმდინარე პროგრესი გეოთერმულ, მზისა და ქარის, ბირთვულ და ჰიდროელექტრო და ლოკალურ ჰესებში ენერგიის მასიურ გაიაფებას გამოიწვევს. კილოვატი-საათში ენერგიის თვითრირებულება 2 თეთრამდე დაეცემა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან. ამავე დროს, ეს ტენდენცია გლობალურად გავრცელდება, გამომდინარე იქიდანაც, რომ ყველაზე ღარიბი ქვეყნები ამავე დროს ყველაზე მზიანი ქვეყნებია, ენერგიის შენახვის ახალი ტექნოლოგიები გამოიწვევს მასზე ფასის დაწევას, რაც ხელმისაწვდომობას განაპირობებს ყველა ქვეყნისათვის.
  10. ახალი ტიპის სადაზღვევო ინდუსტრია. ამჟამინდელი რისკის შემდგომი დაზღვევა შეიცვლება რისკამდელი დაზღვევით. ახლანდელი თანხას გიხდის როცა სახლი დაგეწვება, ან მანქანას დაამტვრევ, ან როდესაც უკვე ავად ხარ. დეკადის განმავლობაში განვითარებული სადაზღვევო სქემა ამას შეცვლის. მანქანური სწავლების, სენსორებისა და განჭვრეტადი ალგორითმების მეშვეობით შესაძლებელი გახდება პრევენციული დაზღვევის ორგანიზება სადაც არსი რისკის დადგომამდე პრევენციაა და არა შემდგომი მკურნალობის ანაზღაურებაა.
  11. უჯრედოვანი სოფლის მეურნეობა. ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა უჯრედოვანი მეურნეობა ლაბორატორიიდან ქალაქში გადავიდეს. ის წარმოშობს მაღალი ხარისხის პროტეინსა და იაფი იქნება. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ძროხის, ქათმისა და თევზის ხორცი იწარმოებოდეს ნებისმიერ ადგილას გემოსა და შემცველობის შენარჩუნებით. ბიოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელÄქტისა და აგროტეკის კომბინაცია ამის საშუალებას იძლევა.
  12. დაბოლოს, შესაძლებლობა იცოდე და გრძნობდე ყველგან და ყველაფერს. ჩვენ მივუახლოვდით ეპოქას როდესაც ასობით მილიარდი სენსორი უკვე მოქმედებაშია. ეს სენსორებია ყველგან, გზებზე, კამერებზე, მანქანებზე, სატელიტების მეშვეობითა და სახის ამოცნობის ტექნოლოგიებით გაჯერებული. ოგმენტირებული რეალობის ჩაფხუტები მობილურივით ხელმისაწვდომი გახდება და ეს ყველაფერი გლობალური სენსორული მატრიცის ქსელის ნაწილია, რაც საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ ყველაფერი და ყველგან, დავინახოთ ის ზედაპირული თუ საჰაერო სენსორების მეშვეობით. შესაბამისად, მანქანური სწავლებისა და სწრაფი სატელიტური ინტერნეტის კომბინაციით გლობალური სენსორული ქსელი ყველას საშუალებას მისცემს იცოდეს ყველაფერი. სამომავლოდ კითხვა ის კი არ იქნება „რა იცი?“ არამედ რამდენად სწორი კითხვის დასმა შეგეძლება სწორი პასუხის მისაღებად.

ამ ყველაფრის ფონზე უკიდურეს იმედგაცრუებას და უიმედობას იწვევს ფაქტი, რომ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2000 წლიდან შევადნაძე ხელოვნურ ინტელექტზე პროგრამულად საუბრობდა, 20 წელი გავიდა და დღეს მთავრობის პროგრამაში მასზე ერთი სიტყვა არაა ნახსენები. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ ყველაფრის მნიშვნელობას.

როდესაც ჯერ კიდევ 2000 წლიდან შევადნაძე ხელოვნურ ინტელექტზე პროგრამულად საუბრობდა, 20 წელი გავიდა და დღეს მთავრობის პროგრამაში მასზე ერთი სიტყვა არაა ნახსენები. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ ყველაფრის მნიშვნელობას

ხელოვნურ ინტელექტს უდიდესი გარდატეხა შეუძლია პატარა ქვეყნებს მოუტანს სწორედ უსაფრთხოების საკითხებში, მისცეს მას უპირატესობა როგორც სამხედრო ისე ეკონომიკური თვალსაზრისით დიდ ქვეყნებზე. ისრაელის მაგალითი ამის საუკეთესო დადასტურებაა.

- 20 იანვარს თეთრ სახლში აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ბაიდენი შევა. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ ბაიდენის მმართველობის წლებში აშშ მსოფლიო პოლიტიკის სცენაზე მთელი სისრულით დაბრუნდება.

რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?

- დიახ, ასე იქნება. გლობალიზაციას სჭირდება ღირებულებითი კომპონენტი და ეს კომპონენტი ლიბერალიზმია. ტრამპის პოლიტიკა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა სწორედ ღირებულებით და მიდგომის ნაწილში. ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია ბაიდენის არჩევიდან, ხოლო აქტიურ ფაზაში გადავა მისი ინაუგურაციის შემდგომ. აშშ-სა და ევროპის ურთიერთობები აღდგება უფრო ახალი ძალით, ეს ორივე მხარისთვის არა მხოლოდ სურვილი არამედ აუცილებლობაა.

გლობალიზაციას სჭირდება ღირებულებითი კომპონენტი და ეს კომპონენტი ლიბერალიზმია. ტრამპის პოლიტიკა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა სწორედ ღირებულებით და მიდგომის ნაწილში. ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია ბაიდენის არჩევიდან, ხოლო აქტიურ ფაზაში გადავა მისი ინაუგურაციის შემდგომ. აშშ-სა და ევროპის ურთიერთობები აღდგება უფრო ახალი ძალით, ეს ორივე მხარისთვის არა მხოლოდ სურვილი არამედ აუცილებლობაა

დუბლირების მცდელობები რაც ბოლო წლებში ევროკავშირის მხრიდან სამხედრო ავტონომიურობის თვალსაზრისით იყო წარმოებული შესუსტდება, ამის ტენდენციები უკვე სახეზეა.

ამავე დროს, ევროპა-აშშ ურთიერთობები თანაბრობის პრინციპით განხორციელდება. ამისათვის ორივე მხარეს მოუწევს დათმობა და ამის ინიციატორი სწორედ ბაიდენი იქნება. ნატო-ს გეოსტრატეგიული ღირებულება მოიმატებს მზარდი საფრთხეების ფონზე, უკვე გაცხადებულია რომ ზოგი ევროპული ქვეყანა გაზრდის იმ საწესდებო შენატანების რაოდენობას, რაზეც მანამდე ობამასგან და ტრამპისაგანაც მნიშვნელოვან კრიტიკას იმსახურებდა.

რუსეთთან მიმართებით ეს ევრო-ამერიკული ახალი ძალის ტანდემი დამატებით სითამამეს შემატებს დასავლეთს, რაც საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. გაიზრდება პრინციპულობის ხარისხი რუსეთის მიმართ და მორიდებული პოლიტიკა შემტევითი ტაქტიკით შეიცვლება.

რუსეთთან მიმართებით ეს ევრო-ამერიკული ახალი ძალის ტანდემი დამატებით სითამამეს შემატებს დასავლეთს, რაც საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. გაიზრდება პრინციპულობის ხარისხი რუსეთის მიმართ და მორიდებული პოლიტიკა შემტევითი ტაქტიკით შეიცვლება

- ყარაბაღში ომის შემდეგ განვითარებული პროცესების შეფასებისას თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - „კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ჩვენთვის ახლა აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა“.

ვითარებაში, როცა კრემლი ცდილობს შეასუსტოს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთისა და აშშ-ს პოზიციები, როგორი პოლიტიკის გატარების გზას აირჩევს ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობაში?

- 2021 წელი თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს ასევე გარდამტეხი არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისთვის ჩვენს რეგიონში. ვგულისხმობ, რომ ან საქართველოში დაიწყება აშშ სამხედრო ინფრაქტრუქტურის მოწყობა ან/და მივიღებთ მაპ-ს, ან გარდაუვლად რუსულ სცენარში აღმოვჩნდებით გრძელვადიანად, რაც როგორც ყარაბახის მაგალითზე ვხედავთ, სრულიად არ არის შეუძლებელი, რადგან დასავლეთის „მყარი ძალის“ კოეფიციენტი რეგიონში მინიმალურია და მხოლოდ სამხედრო წვრთნებით შემოიფარგლება.

20 იანვრის მერე ყველაფერი მალევე გაირკვევა. მათ შორის რიგგარეშე არჩევნების ბედიც, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული რა მიდგომა ექნება ხელისუფლებას აშშ სამხედრო კონტიგენტის განთავსებაზე ქვეყანაში

რბილიძალისეული ტრანსფორმაცია, როგორც დასავლეთმა დაისახა, ძალიან ნელა და არაეფექტიანად მიმდინარეობს, ეს ამ ბოლო არჩევნების ფონზე თვითონვე განაცხადეს. ამიტომაც, ახლა დასავლეთს მხოლოდ გადამწყვეტი მოქმედება დარჩა ერთადერთ კოზირად.

დაიწყოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე მუშაობა და მოახდინოს საქართველოს ფორსირებული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ალიანსებში. სხვათაშორის, 20 იანვრის მერე ეს ყველაფერი მალევე გაირკვევა. მათ შორის რიგგარეშე არჩევნების ბედიც, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული რა მიდგომა ექნება ხელისუფლებას აშშ სამხედრო კონტიგენტის განთავსებაზე ქვეყანაში.

ევროკავშირისკენ სვლა ის იშვიათი გეგმიურად არსებული საკითხია, რომელზეც საგზაო რუკა, ანუ ხედვა არსებობს, მაგრამ გეგმა გეგმად რომ არ დარჩეს და 2024 წლის საარჩევნო ლოზუნგად, ამისთვის ტიტანური შრომაა გასაწევი. ჩემი გათვლით, ამ ტემპით, უკეთეს შემთხვევაში მინიმუმ 19.5 წელი დაგვჭირდება, რომ გაწევრიანება რეალური გახდეს

- გასული წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის 16 პუნქტიანი პროექტი დაამტკიცა. ამ რეზოლუცის მიღებას წინ უძღოდა ევროკავშირთან საქართველოს სამთავრობო გუნდის მიერ მიღებული შემუშავებული გეგმების პერეზენტაცია.

მეტიც, პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.

როგორ შეაფასებდით, მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის განაცხადის შეტანისათვის მზადების გეგმებს?

- ევროკავშირისკენ სვლა ის იშვიათი გეგმიურად არსებული საკითხია, რომელზეც საგზაო რუკა, ანუ ხედვა არსებობს.

იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს მინიმუმ 3 რამ არის საჭირო - კოსოლიდირებული პოლიტიკური ნება ქვეყნის შიგნითა და ევროპაში, დამოუკიდებელი, ეფექტიანი სასამართლო და სტაბილური ეკონომიკა.

გეგმა გეგმად რომ არ დარჩეს და 2024 წლის საარჩევნო ლოზუნგად, ამისთვის ტიტანური შრომაა გასაწევი. ჩემი გათვლით, ამ ტემპით, უკეთეს შემთხვევაში მინიმუმ 19.5 წელი დაგვჭირდება, რომ გაწევრიანება რეალური გახდეს.

ევროკავშირში შესვლა სათუოდ მეჩვენება ნატოში წევრობის გარეშე. თავის მხრივ ნატოში წევრობა მეჩვენება სათუოდ აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების, ანუ სტრატეგიული პასუხისმგებლობის აღების გარეშე

- როცა ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ სამხრეთ კავკასია საკმაოდ რთული ვითარება ჩამოყალიბდა, საქართველოსთვის უსაფრთხოების პრობლემები ყველაზე აქტუალური ჩანს.

გასაგებია, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორეტიტული მიმართულებაა, მაგრამ ახლა როცა უსაფრთხოების საკითხები ჩვენთვის ყველა საკითხებს შორის უპირატესია, გაუგებარია ამაზე რატომ უფრო კონკრეტულად არ საუბრობს ხელისუფლება.

ამ თემაზე თავდაცვის მინისტრის მოსაზრებები კი მოვისმინეთ, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ახლა როცა კონკრეტული საქმეების კეთების დროა, ამ თემაზე მინისტრის მსჯელობამ უკმარისობის განცდა დატოვა.

მაშინ როცა სამხრეთ კავკასიაში ტურბულენცია მნიშვნელოვნად მომატებულია, რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების მხრიდან არა ნატოსთან, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღმავების გეგმებზე?

- ევროკავშირში შესვლა სათუოდ მეჩვენება ნატოში წევრობის გარეშე. თავის მხრივ ნატოში წევრობა მეჩვენება სათუოდ აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების, ანუ სტრატეგიული პასუხისმგებლობის აღების გარეშე.

რატომ მიიღო „ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ ყველაზე მეტი ხმები? იმიტომ, რომ მათ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერები. სხვა არც ერთ პარტიას ასეთი ეროვნული დონის ლიდერი არ ჰყავს და ვერ გაუჩნდა

ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყაზე, როდესაც პარტიების 99%, 25 წლის განმავლობაში დასავლეთის მიერ დემოკრატიზაციაში ჩადებული მილიარდების მიუხედავად, პარლამენტში არ შევალო გაიძახის?

ეს პასუხისმგებლობა კი სწორედ ის მთავარი საკითხია, რომლის გამოც ბუქარესტში მაპ-ი არ მოგვცეს. ასე მარტივადაა ეს საკითხი.

- როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებთან ერთად ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- 1%-ანმა ბარიერმა გარდა იმისა, რომ ბევრ პარტიას იმედი გაუჩინა, ამავე დროს ეს იმედი თავშივე მოუკლა. არასახელისუფლებო ხმები გადანაწილდა და ახალმა პარტიებმა მიიღეს ის ხმები რაც მიიღეს.

რატომ მიიღო „ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ ყველაზე მეტი ხმები? იმიტომ, რომ მათ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერები. სხვა არც ერთ პარტიას ასეთი ეროვნული დონის ლიდერი არ ჰყავს და ვერ გაუჩნდა.

თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა ის სრულად დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას. დიდწილად უკვე დაკარგული აქვს, მაგრამ მერე სრულად დაკარგავს

რა არის ამის მიზეზი? ამომრჩევლის მიდრეკილება მესიანიზმისაკენ. გავიხსენოთ ირაკლი ალასანია, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული სახე უახლეს ქართულ პოლიტიკაში, შედეგი ცნობილია. კიდევ გავიმეორებ, რომ ვიდრე ქვეყანაში არ გაჩნდება 2 თვისების მატარებელი ლიდერი, რომელსაც აქვს მორალური უპირატესობა და წვდომა დიდ ფინანსებთან, რეალურად პოლიტიკა ქვეყანაში არ შეიცვლება.

ვერც ერთმა ახალმა პარტიულმა ლიდერმა ამ ორი ნიშნის იდენტიფიცირება საკუთარ თავში ვერ მოახერხა. ამიტომაც, არ მჯერა რომ არჩევნების შედეგებში დიდი ცდომილება იყო, თორემ საარჩევნო ღამეს რომ სრული ბარდაგი იყო და ვინ რას ჯღაბნიდა ოქმებში ეს დაუშვებელი და მისახედია.

მიმაჩნია, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა ის სრულად დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას. დიდწილად უკვე დაკარგული აქვს, მაგრამ მერე სრულად დაკარგავს. და პირიქით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, გაიზრდება მისადმი დასავლეთის მხარდაჭერის ხარისხი.

ახლა ოპოზიციური ნიშა „მიტოვებულ ეკლესიას დაპატრონებული ეშმაკების“ ხელშია. არის იქაც ნათელი წერტილები თუმცა საკმაოდ სუსტი

არ შესვლის შემთხვევაში კი ახალი ძალების წარმოშობის ნიადაგი შეიქმნება და დასავლელ პარტნიორებს აქცენტების გადაფორმირება მოუწევს. ახლა ოპოზიციური ნიშა „მიტოვებულ ეკლესიას დაპატრონებული ეშმაკების“ ხელშია. არის იქაც ნათელი წერტილები თუმცა საკმაოდ სუსტი.

2021 წელი სწრაფი მოქმედებების წელი იქნება. ობამას „სტრატეგიული მოთმინების“ მიდგომა თავიდანვე ილუზია იყო, ახლა ამ ილუზიის დროც დასრულდა. გეოპოლიტიკური დაყოვნება მოიტანს დაახლოებით იგივე შედეგს, რაც სამწუხაროდ გამოვიარეთ 2008 წელს ბუქარესტის შემდგომ

- თუ ჩვენს ირგვლივ ვითარება ჩვენგან დამოუკიდებელი მეზეზების გამო გართულდა და კრიტიკულ ზღვარსაც კი მიაღწია, ასეთ ვითარებაში დასავლეთი და ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან თანამშომლობისა და კოორდინაციის რა ფორმას აირჩევს და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მან უფრო აგრესიულად და სწრაფად იმოქმედოს?

- 2021 წელი სწრაფი მოქმედებების წელი იქნება. ობამას „სტრატეგიული მოთმინების“ მიდგომა თავიდანვე ილუზია იყო, ახლა ამ ილუზიის დროც დასრულდა. გეოპოლიტიკური დაყოვნება მოიტანს დაახლოებით იგივე შედეგს, რაც სამწუხაროდ გამოვიარეთ 2008 წელს ბუქარესტის შემდგომ.

ახლა როგორც არასდროს აუცილებელია საქართველოსთვის მყარი გარანტიების მიცემა დასავლეთის მხრიდან. ეს არის სამხედრო ინფრასტრუქტურა და მაპ-ი

ერდოღანის მიერ გაცხადებული ე.წ. კავკასიური პლატფორმა მაინც შეიქმნება და სომხეთს მოუწევს მასში ჩართვა, მეტიც, ისინი აქ შესაძლებლობას დაინახავენ. ეს პლატფორმა კარგად ჯდება რუსულ გლობალურ სტრატეგიულ ხედვაში, ე.წ. 3 მერიდიანული ახალი წესრიგის შექმნის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველო ვერ გაუძლებს ზეწოლას და აღმოვჩნდებით ერდოღანის ე.წ. კავკასიურ პლათფორმაში აღმოჩნდება.

თუ დავაკვირდებით რა ხდება შავ ზღვაზე პორტების მიმართულებით, პირდაპირ საპორტო ცივი ომია გაჩაღებული თურქულ და რუსულ მხარეებს შორის. ამ ფონზე ანაკლიაზე უკან დახევა მონაგონი იქნება იმ ზეწოლასთან მიმართებით რაც მოსალოდნელია.

ამიტომაც, ახლა როგორც არასდროს აუცილებელია საქართველოსთვის მყარი გარანტიების მიცემა დასავლეთის მხრიდან. ეს არის სამხედრო ინფრასტრუქტურა და მაპ-ი.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო