მსოფლიო ბანკი - 2021 წელს გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ, 4%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ,4 %-ით გაიზრდება, თუკი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკის „2021 წლის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივებში“ აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი შეფერხდება, თუ პოლიტიკოსები პანდემიის შესუსტებისა და ინვესტიციების გაზრდის კუთხით გადამწვეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ.

„პანდემიის ზეგავლენის დასაძლევად და ინვესტიციების კუთხით წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად, საჭიროა მნიშვნელოვანი ქმედება ბიზნესის გარემოს გასაუმჯობესებლად და შრომისა და პროდუქტების ბაზრის მოქნილობის გასაზრდელად,“ - აცხადებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი დევიდ მალპასი.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური აღორძინების ხელშესაწყობად, ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ რეინვესტიციების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

„პანდემიამ სიკვდილიანობისა და დაავადების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო და ეკონომიკური აქტივობა და შემოსავლები, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეამციროს. მოკლევადიანი პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია კოვიდ 19- ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინების სწრაფი და ფართოდ გავრცელების უზრუნველყოფა. ეკონომიკური გაჯანსაღების უზრუნველყოფის მიზნით ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ რეინვესტირების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად ზრდას, რაც ნაკლებად არის დამოკიდებული სახელმწიფო ვალზე,“ -აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა