პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო

პაშა ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, წე­რო­ვან­ში ახალ­გო­რის დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ახალ­გაზ­რდუ­ლი სამ­კი­თხვე­ლო მო­ე­წყო.

პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოძ­რა­ო­ბა, ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მია.

წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი უკვე შეძ­ლე­ბენ, ეზი­ა­რონ თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტორ­თა

შე­მოქ­მე­დე­ბას და გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნონ ცოდ­ნა.

"ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მი გუ­ლის­ხმობს სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის წიგ­ნე­ბით, ინ­ტერ­ნე­ტით, კომ­პი­უ­ტე­რით მო­მა­რა­გე­ბას, მათ აღ­დგე­ნას.

ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ პაშა ბან­კი შე­მო­უ­ერ­თდა ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რად, სწო­რედ 31 დე­კემ­ბერს ჩა­ვი­ტა­ნეთ წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბის­თვის უახ­ლე­სი გა­მო­ცე­მე­ბი. ვფიქ­რობ, რომ ეს მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვია

დაბუ­ნებ­რი­ვია, იმე­დი გვაქვს, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა",- გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის

დი­რექ­ტო­რი.

"გვი­ხა­რია, რომ ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მის პრო­ექ­ტში ჩარ­თვის შან­სი მოგ­ვე­ცა და ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა

და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. იმე­დი გვაქვს, მო­მა­ვალ­შიც შევ­ძლებთ, სულ უფრო მეტი ბავ­შვის­თვის გავ­ხა­დოთ წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი",- პაშა ბან­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის

დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ნო ქორ­ქია.

პაშა ბანკს ამ დრომ­დე არა­ერ­თი პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და გამ­წვა­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პაშა ბან­კი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რომ­ლის სა­თაო ოფი­სიც ბა­ქო­ში მდე­ბა­რე­ობს. ის ოპე­რი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­ქეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში. პაშა ბან­კი მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებს სა­ინ­ვეს­ტი­ციო და კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის