საჩხერეში, ტირის თოფიდან გასროლის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა

საჩხერეში, ტირის თოფიდან გასროლის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა

საჩხერეში, 8 წლის ბავშვი ტირის თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა შემთხვევით გაისროლა, რასაც 8 წლის გოგონას გარდაცვალება მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.