იოსებ ხახალეიშვილი - ქრისტეშობა განახლების, თავისუფლების, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაულია

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა შობის დღესასწაული მოსახლეობას მიულოცა. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, შობის დღესასწაული განახლების და თავისუფლების, სიკეთისა და სიყვარულის ზეიმია.

,,შობის დღესასწაულს გილოცავთ! ქრისტეშობა განახლების და თავისუფლების, სიკეთისა და სიყვარულის ზეიმია. მაცხოვრის შობით დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა საშობაო ტრადიციები, რომელთა შორის უმთავრესია შობის მახარობლების მსვლელობა ქუჩებში. წელს, პანდემიის გამო, მეალილოეთა საზეიმო სვლა არ გაიმართება, თუმცა, ლოცვითა და სიხარულით, ოჯახებში შევეგებებით შობის ღამეს. დაე, კვლავ იშვას ქრისტე ჩვენს გულებში! ბედნიერ შობას გისურვებთ!"- ნათქვამია ქუთაისის მერის საშობაო მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა