მიტროპოლიტი გრიგოლი - ამ უმძიმესი მდგომარეობის დაძლევას მხოლოდ სოლიდარობითა და თანადგომით თუ შევძლებთ

ამ უმძიმესი მდგომარეობის დაძლევას მხოლოდ სოლიდარობითა და თანადგომით თუ შევძლებთ, - ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო გზავნილში.

ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო გზავნილი ტაძრის მოძღვარმა, მღვდელმა კირიონ უგრეხელიძემ წაიკითხა.

„ერთი წელი შესრულდა, რაც ე.წ. ახალმა კორონავირუსმა (COVID 19) მოიცვა მთელი მსოფლიო და გლობალური გამოწვევის წინაშე დააყენა კაცობრიობა. დღემდე უცნობი ბუნების მქონე ვირუსულ დაავადებას უამრავი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, ექიმები, ექთნები, სანიტრები, რაც დიდ ტკივილთან და მწუხარებასთან არის დაკავშირებული. გულითადად ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ვირუსი წამლავს და ასუსტებს ადამიანის ორგანიზმს, რაც, რიგ შემთხვევებში, საბედისწერო გართულებებს იწვევს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას; მეცნიერები ჯერ კიდევ დაკვირვებისა და შესწავლის პროცესში არიან; ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს სიბნელეში სიარულს, როცა არ იცი, რას გადაეყრები და ხელის ცეცებით მოძრაობ. სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივ ყოფაში დაწესებული სხვადასხვა სახის სავალდებულო შეზღუდვები უკიდურესად ართულებს ადამიანების ცხოვრებას და ყველაფერთან ერთად ქმნის მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს. ამ უმძიმესი მდგომარეობის დაძლევას მხოლოდ სოლიდარობითა და თანადგომით თუ შევძლებთ. და მაინც, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ქრისტეს შობის დღესასწაულს სიხარულით ვხვდებით, რადგან მასშია ჩასახული იმედი გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრებისა; მასშია საფუძველი ჩვენი საყოველთაო სიხარულისა. ქრისტესმიერ საყვარელო, შეგეწიოთ ქრისტეს შობის მადლი ! გილოცავთ დღესასწაულს! “ - ნათქვამია მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო ეპისტოლეში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა