ემანუელ მაკრონი - ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, ჩვენ გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში მომხდარ ძალადობას გმობს და ამერიკული დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

„მსურს, შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი მეგობრობა და რწმენა გამოვხატო. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიების ძალის, გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის”, - აცხადებს მაკრონი ვიდეო მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზეა ატვირთული.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების მიზნით კანონმდებლები იყვნენ შეკრებილი. სხდომა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. იყო გასროლა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ემანუელ მაკრონი - ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, ჩვენ გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება