აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივით გამოდიან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის "დემოკრატი" წევრები ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მოუწოდებენ, აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება აამოქმედონ და ტრამპი თანამდებობიდან გადააყენონ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს შუადღით გავრცელებულ ვიდეო განცხადებაშიც კი გამოავლინა, რომ ის ფსიქიკურად ჯანსაღი არ არის და ჯერ კიდევ არ შესწევს უნარი, 2020 წლის არჩევნების შედეგები აღიაროს. პრეზიდენტ ტრამპის სურვილი, ხელი შეუწყოს ძალადობას და სოციალურ არეულობას, აშკარად ესადაგება ამ სტანდარტს,“- ნათქვამია კომიტეტის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან დროზე ადრე გადაყენების საკითხს მისი კაბინეტის რამდენიმე წევრიც განიხილავს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივით გამოდიან

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება