„ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა

„ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების შესახებ მოქმედი პრეზიდენტის უსაფუძვლო განცხადებებისა და დედაქალაქში მომხდარი არეულობების ფონზე მიიღეს.

ტრამპმა ოთხშაბათს, „ტვიტერში“ დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმი „ბუნებრივი რეაქცია“ იყო. მან ასევე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პენსს არ ეყო გამბედაობა გაეკეთებინა ის, აშშ-სა და კონსტიტუციის დასაცავად იყო საჭირო.

აღნიშნული პოსტების გამოქვეყნების შემდეგ „ტვიტერმა“ მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში 12 საათით დაბლოკა.

„ჩვენ მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ტრამპის ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, – განაცხადა „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ.

მოგვიანებით კომპანია „ფეისბუქმაც“ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათის განმავლობაში დაიბლოკებოდა.

იხილეთ ვიდეო:„ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს