საშობაოდ "გალფი" 242 ოჯახს დაეხმარა

"გალფის" საქველმოქმედო კამპანიის - "ბავშვებისთვის" ფარგლებში 85,321.40 ლარის მობილიზება მოხდა, რომლითაც კომპანია საშობაოდ 242 უკიდურესად გაჭირვებაში მყოფ ოჯახს დაეხმარა, როგორც ფინანსურად ასევე საოჯახო-საყოფაცხოვრებო პროდუქციით.
შიდა ქართლში დევნილთა ჩასახლების ორ სოფელში - მეტეხსა და თელიანში კომპანიის მენეჯმენტმა საჩუქრები ოჯახებს სამხარეო რწმუნებულთან, გიგი ხოჯევანიშვილთან ერთად გადასცა.
კამპანიისთვის თანხის შეგროვება 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, ყოველი ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი - www.bavshvebistvis.com
(R)
























