ზურაბ ბატიაშვილი - ამერიკა ისევ ამერიკა იქნება, ეს არის პატარა რყევისა და სიტუაციის უბადრუკი არევის მცდელობა

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის, ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, ის მოვლენები, რომელიც აშშ-ში ხდება, საერთაშორისო არენაზე მის გავლენას ვერ შეასუსტებს, რადგან ეს არის პატარა რყევისა და სიტუაციის უბადრუკი არევის მცდელობა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს მოვლენები ამერიკის ისტორიისთვის დროებითი მოვლენაა.

„ეს არის სიტუაციის არევის უბადრუკი მცდელობა, მაგრამ აშშ-ს აქვს ძალიან ძლიერი ინსტიტუტები ჩამოყალიბებული, რომელსაც შესწევს უნარი, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურად შეინარჩუნოს და მოხდეს ხელისუფლების გადაბარება, ისე როგორც ეს შეერთებული შტატების კონსტიტუციით არის განსაზღვრული და რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების 20 იანვარს გადაბარებას. ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადიკალური ჯგუფების მიერ რა მცდელობაც არ უნდა იყოს. აშშ-ს ეს პატარა რადიკალური ჯგუფები, ძირითადად, მარგინალიზებული ჯგუფები არიან, ვერ შეცვლიან იმ სისტემას, რომელიც იქ არსებობს. ჯორჯ ბუშმა ბანანის რესპუბლიკასთან ამ მოვლენების შედარებით გამოხატა ამერიკის საზოგადოების დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ. თუ შევხედავთ რამდენია აშშ-ს მოსახლეობა და რამდენია საპროტესტო გამოსვლებზე მონაწილეთა რაოდენობა, ძალიან დიდი განსხვავებაა. ეს არ არის მასობრივი, ეს არ არის საერთო სახალხო მოძრაობა, ეს არის პატარა მარგინალიზებული ჯგუფები, რომელიც ცდილობენ სიტუაციის არევას. სამწუხაროა, რომ მსხვერპლიც არსებობს. მათი მცდელობა, რომ შეცვალონ და არიონ სიტუაცია, რელსებიდან გადაიყვანონ აშშ-ი, არ გამოუვათ. აშშ საზოგადოება არ არის მზად და არ ემხრობა ასეთი სახის მარგინალიზებულ ჯგუფებს, მათ გამოსვლებსა და საზოგადოების მხრიდან არ არის აღქმული როგორც პროტესტი. ამერიკა ისევ ამერიკა იქნება და მე იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ უფრო ძლიერი ამერიკა იქნება, დაბრუნდება ის ძველი ამერიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში იქნება დემოკრატიული საზოგადოებისა და თანამეგობრობის ლიდერი და რომელიც ყველას წაუძღვება დემოკრატიის გზაზე. მათ შორის, მის ნათქვამს მსოფლიოსთვის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების თვალსაზრისით, ლეგიტიმურობა არ დაეკარგება", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრაპი, არჩევნების შედგების ლეგიტიურობას, რომლის მიხედვითაც ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება, არ აღიარებს და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდებს. ამასთან, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში