ლევან ბოძაშვილი - ტრამპს არ მიეცა საშუალება ხელისუფლების უზურპაცია მოეხდინა, მას გაემიჯნა ყველა, მათ შორის, უახლოესი თანამებრძოლები პენსიდან დაწყებული კინზინგერით დამთავრებული

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა. როგორც ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ პროცესს „უზრურპაციის მცდელობის გარდა, ვერაფერს ვერ დავარქმევთ“.

ამასთან, როგორც ბოძაშვილი აცხადებს, ეს ყველაფერი აშშ-ს გავლენებს ვერ შეამცირებს.

„ამერიკის გავლენა არ შემცირდება. ამერიკის გავლენისთვის გარდა მორალური დემოკრატიული ღირებულებებისა, არსებობს სხვა უამრავი საშუალება, საგარეო პოლიტიკური, ფინანსური, სამხედრო, გეოპოლიტიკური, რეგიონალური და ა.შ. ამიტომ, ამ საკითხს ვინმე გემოვნებით თუ მიუდგება, რომ ზოგს ტრამპი მოსწონს და ზოგს ბაიდენი, ეს აბსოლუტურად არარელევანტურია რეალურ პოლიტიკასთან მიმართებით. რეალური პოლიტიკა, რაც ამერიკას ჰქონდა, გაგრძელდება. გუშინ რომ შეიჭრნენ ამერიკის კონგრესში, სისტემამ უცებ მოაგვარა ეს. შტატის ხელისუფლებამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, გამოიყვანა გვარდია, დაამშვიდა სიტუაცია. ტრამპს არ მიეცა საშუალება, რომ ხელისუფლების უზურპაცია მოეხდინა”, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ტრამპს სოციალური ქსელები დროებით დაუბლოკეს.

„დააკვირდით, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, იმის მიუხედავად ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ტრამპი, ქვეყნის მოქმედ პოლიტიკურ ხელმძღვანელს შეუზღუდა გამოხატვის თავისუფლება და დაუბლოკა დისკრეციულად „ტვიტერის“, „ფეისბუქის“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშები. ეს შეზღუდვები, რეალურად არის საგანგებო მდგომარეობის დროს გამოყენებადი მხოლოდ ხელისუფლების მიერ და ეს გააკეთა ტექნოლოგიურმა, კერძო კორპორაციებმა თავისი დისკრეციიდან გამომდინარე, არავისთვის არ უკითხავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ძალაუფლება ნელ-ნელა გადადის კორპორატიული, ტექნოლოგიური გიგანტების ხელში. ხალხის ძალაუფლება და ხალხის სუვერენიტეტი აქ უკვე აღარ მოქმედებს. ამიტომ ვამბობ, რომ ტექნოლოგიური სუვერენიტეტის აუცილებლობაა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით, სადაც ადამიანები სოციალურ ქსელებზე იმდენად არიან დამოკიდებული, რომ სახელმწიფოს მიდგომები აღარ აინტერესებთ. ამერიკაში რა პროცესიც ვითარდება არის უპრეცედენტო. ტრამპი არის წამსვლელი და გადარჩეული პრეზიდენტი, მაგრამ ამერიკის კონსტიტუციით, არსებობს ინაუგურაციის სამთვიანი ვადა და ის 20 იანვრამდე, ანუ ბაიდენის არჩევამდე, პროცესის ჩაშლის პროვოცირებას შეეცადა თავისი რადიკალი მომხრეების მეშვეობით იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება, რასაც უზრურპაციის მცდელობის გარდა, ვერაფერს ვერ დავარქმევთ“, -განაცხადა ბოძაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დონალდ ტრამპს ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. „ტრამპის „ტვიტები“ იმიტომ შეზღუდეს, რომ ძალადობრივი მოწოდებების მთელი კასკადი განახორციელა ბოლო კვირების განმავლობაში. ბაიდენმა რომ გაიმარჯვა, ტრამპმა დაპირება მისცა, რომ შენ თეთრ სახლში ვერ შეხვალო, ანუ ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა მას. რეალურად გამოდის, რომ ხელისუფალი ცდილობდა გადატრიალებას უკვე არჩეული ხელისუფალის წინააღმდეგ. ეს სულ სხვა სიტუაციაა და აქ ჩვენ აბსოლუტურად უპრეცედენტო რაღაცასთან გვაქვს საქმე. მსგავსი რამ, ჯერჯერობით არც ამერიკის ისტორიაში და არც სხვაგან არ ყოფილა, რომ ხელისუფალი ცდილობდეს უკვე არჩეული ხელისუფალის წინააღმდეგ ხალხის ნების წართმევას. რეალურად, რასაც ტრამპი ცდილობდა, ეს იყო ხალხის ნების უგულებელყოფა. ეს არის არასისტემური, არაამერიკული მიდგომა. ამიტომ გაემიჯნა ყველა, მათ შორის, მისი უახლოესი თანამებრძოლები პენსიდან დაწყებული კინზინგერით დამთავრებული“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრაპი, არჩევნების შედგების ლეგიტიურობას, რომლის მიხედვითაც ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება, არ აღიარებს და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდებს. ამასთან, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი