გორის ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლება ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ადგილზე 5-კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.