სენაკის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება ყელის არეში აქვს მიყენებული. გარდაცვლილი სახლის მიმდებარედ, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
























