“დრესაპ ჯგუფი“ - კომპანია, რომელიც ოცდამეშვიდე წელია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მრავალი მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, უკვე ხუთი წელია, რაც ბრენდული ტანსაცმლის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიას მართავს. დიახ, ზუსტად 2016 წელს, 6 იანვარს დაფიქსირდა პირველი შესყიდვა www.dressup.ge -ზე.
როგორი იყო განვლილი ხუთი წელი, რატომ გადაწყვიტეს ონლაინ მაღაზიის შექმნა და რა ეტაპები გაიარა ამ პროექტმა; როგორი იყო 2020 წელი და რა გეგმები აქვთ 2021 წლისათვის, - აღნიშნულის შესახებ, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ლაშა მურვანიძეს ვესაუბრეთ.
მოგვიყევით საიდან დაიწყო ყველაფერი?
ყველაფერი დაიწყო 2016 წლამდე ბევრად უფრო ადრე, როდესაც ონლაინ კატალოგის ფუნქცია შევთავაზეთ მომხმარებლებს. კატალოგის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად შეიძლებოდა სასურველი პროდუქტის შერჩევა: ბრენდის, სტილის, ფერის, ზომის მიხედვით; გადამოწმება, რომელ მაღაზიაში იყო წარმოდგენილი პროდუქტი და ამის შემდეგ ვიზიტი საშოპინგოდ, რაც მომხმარებლის დროსა და ენერგიას მნიშვნელოვნად დაზოგავდა.
2016 წლის იანვრიდან ონლაინ მაღაზიაც ავამოქმედეთ. იმ პერიოდისათვის, საქართველოში პროდუქციის ონლაინ შეძენაზე მოთხოვნა ნაკლები იყო, თუმცა პერსპექტივაში ვხედავდით, რომ ონლაინ შოპინგი ჩვენთანაც აქტუალური გახდებოდა. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯგუფი იყო პირველი რითეილერი საქართველოში, ვინც მსგავსი მასშტაბების მქონე პროდუქტი შესთავაზა მომხმარებლებს.
რა არის ის უნიკალური მახასიათებლები, რაც თქვენს ონლაინ მაღაზიას გამორჩეულს ხდის?
DRESSUP.GE ფაქტობივად პირველი და ყველაზე დიდი ბრენდული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ონლაინ მაღაზიაა, 50-ზე მეტი ბრენდის, 20 000-მდე წარმოდგენილი პროდუქტით. როგორც უკვე ავღნიშნე, დამატებით აქვს ონლაინ კატალოგის ფუნქცია, რაც ფიზიკურ მაღაზიებში საყიდლებზე სიარულს ამარტივებს. პროდუქციის ასორტიმენტიც და ფასებიც მრავალფეროვანია, ფაქტობრივად ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა, ჩვენი ონლაინ მაღაზიის დახმარებით. გვაქვს მიწოდება საქართველოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. ისევე როგორც მაღაზიებში, ონლაინაც მოქმედებს ჩვენი ლოიალობის ბარათი, სადაც ქულების დაგროვება და ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი.
რა სირთულეებს აწყდებიან ქართული ონლაინ მაღაზიები, უცხოურ ცნობილ ონლაინ მაღაზიებთან კონკურენციისას?
ძირითადი პრობლემაა არათანაბარ კონკურენტულ პირობებში მუშაობა. პირობითად, უცხოური საიტიდან 300 ლარამდე პროდუქტის ყიდვისას, ის არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. თუ იმავე პროდუქტს საქართველოში რეგისტრირებული ონლაინ მაღაზიიდან შეიძენთ, მაშინ 18%-ით იბეგრება. გამოდის, რომ უცხოურ კომპანიებს აქვთ 18% უპირატესობა. ეს, თავის მხრივ, ხელს უშლის იმ ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების განვითარებას, რომლებიც გადასახადებს იხდიან ადგილობრივ ბიუჯეტში. დღევანდელ დღეს, როცა ონლაინ მაღაზიების ფუნქციონირება ასეთი მნიშვნელოვანი გახდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდება ამ საკითხის გაანალიზება და სამართლიანად დარეგულირება.
როგორი იყო 2020 წელი, რა სირთულეებს წააწყდით ამ პერიოდში?
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხანია ჩვენი ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებს, 2020 წელი გამოწვევებით სავსე იყო: დაკეტილი მაღაზიების ფონზე ონლაინ შესყიდვებზე მოთხოვნა გაიზარდა 15-ჯერ; დამატებითი შეზღუდვების ფონზე მოგვიწია სერვის ცენტრის ლოკაციის შეცვლაც; გვიწევდა თანამშრომლების რაოდენობის შეზღუდვაც; იყო დამატებითი, ობიექტური მიზეზებიდან გამოწვეული ლოჯისტიკური პრობლემებიც, რომელსაც აწყდებოდა ჩვენი პარტნიორი დისტრიბუციის კომპანიაც.
მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, ჩვენი გუნდი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობდით გავმკლავებოდით არსებულ სირთულეებს. შედეგია ის, რომ დღეისათვის გვყავს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი. თუმცა, იყო პროცენტულად ძალიან მცირე შემთხვევები, როდესაც ზემოთხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ვერ ხდებოდა ზოგიერთი მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მათ ბოდიშს.
რომ შევაჯამოთ, ძალიან საინტერესო წელიწადი იყო, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ უფრო გავზრდილიყავით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წამოჭრილი საკითხების დიდი ნაწილი შევძელით და 2020 წელშივე მოვაგვარეთ. 2021 წელსაც აქტიურად ვაპირებთ, წინა წლის გამოცდილებების ანალიზის შედეგად, საჭირო ცვლილებების განხორციელებას, პროცესების დახვეწას და სიახლეების დანერგვას, რათა მომხმარებლისათვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენს ვებ გვერდზე შოპინგი.
როგორია სამომავლო გეგმები, რა სიახლეების დანერგვას აპირებთ 2021 წლისათვის?
ბოლო პერიოდის გამოცდილებებმა, ძალიან კარგად გამოკვეთა საკითხები, რომლის დახვეწაც და დანერგვაც აუცილებელია იმისათვის, რომ უპრეცენდენტოდ გაზრდილი მოთხოვნის ფონზეც, ისეთივე ხარიხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს, როგორც სტანდარტული პერიოდის დროს ხდება ხოლმე.
ამ საკითხებზე წინა წელსვე დავიწყეთ მუშაობა, გავახუთმაგეთ ოპერატორების რაოდენობა, ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა. ძალიან მალე გვექნება ახალი სერვის ცენტრი, საიდანაც უფრო ოპერატიულად მოვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს და სადაც მათი ადგილზე მიღებაც იქნება შესაძლებელი.
ვმუშაობთ ექსპრეს დელივერის პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც იმავე დღეს იქნება შესაძლებელი შეძენილი პროდუქციის მიღება . დამატებით, ხდება უამრავი საოპერაციო საქმიანობისა და ლოჯისტიკური საკითხების დეტალური ანალიზი და პროცესების დახვეწა.
რომ შევაჯამოთ, გვაქვს განწყობა და ამბიცია, რომ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია, რისთვისაც აუცილებელია წარსული ხარვეზების ანალიზი, გათვალისწინება და საპრევენციო მოქმედებების გატარება, რათა ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენი მომხმარებლებისათვის პროდუქციის ონლაინ შეძენა მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული იყოს.
(R)