ვანო მაჭავარიანი - აშშ-ში განვითარებული მოვლენები დემოკრატიული პროცესის ბლოკირების მცდელობა იყო - ამ მომენტს ელოდა რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ნებისმიერი ავტორიტარული სახელმწიფო

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ვანო მაჭავარიანის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესის ბლოკირების მცდელობაა.

როგორც მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, აშშ-ში განვითარებული პროცესები წინასწარ იყო დაგეგმილი.

„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო იმ დემოკრატიული პროცესის ბლოკირების მცდელობა, რომელსაც ჰქვია ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცება სენატში და კონგრესში. ეს პროცედურა არის ფორმალური, რომელიც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ძალიან საინტერესოა ის, რომ სწორედ ამ თარიღს დაუქვემდებარეს ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია. ვინც იძახის, რომ ეს არ იყო დაგეგმილი, მგონი ვერ ერკვევა ამ პროცესში. მას წინ უძღვოდა ვიცე-პრეზიდენტ პენსსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის ძალიან სერიოზული დაპირისპირება. ტრამპი მოითხოვდა პენსს შეეჩერებინა კოლეგიალური დამტკიცების პროცესი, დაებრუნებინა ეს პროცესი შტატებისთვის, რათა მათ გადაეთვალათ ეს ხმები. დააკვირდით ტრამპის წინა განცხადებებს, რომელიც ამ არჩევნებს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ გაყალბებული იყო. ტრამპმა, უბრალოდ არ მიიღო ეს შედეგები და შეეცადა ამის ბლოკირებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ არის, ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში ვაკვირდებით იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების გაძლიერება და ტრამპი არის აღქმული, როგორც მათი ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერი. ტრამპის საარჩევნო დასაყრდენი წარმოადგენს სწორედ ამ ადამიანებს. ტრამპი არ მალავდა იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც ორგანიზებულები იყვნენ და იდენტიფიცირებულებიც არიან, როგორც მისი ყველაზე აქტიური მხარდამჭერები, იქ არის რასისტული მიმართულება, ულტრამემარჯვენეები. არის რადიკალური ჯგუფი, რომელიც მზად არის იარაღით და ასეთი შეჭრებით არამარტო კაპიტოლოუმში, არამედ სხვა შტატებშიც, იგივე განახორციელოს, მაგრამ ამავე დროს ტრამპს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა იმ მოსახლეობისგან, რომელმაც მას ხმა მისცა. ისინი შეიძლება ამ ულტრამემარჯვენე პოზიციას არ იზიარებდნენ, მაგრამ ცალსახად მემარჯვენეები არიან და მიაჩნიათ, რომ ბაიდენი თუ მოვა, სოციალიზმი მყარდება ამერიკაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე განცხადებით, „დემოკრატიულმა სისტემამ ამ გამოცდას გაუძლო“.

„ამ მომენტს ელოდება როგორც რუსეთი, ასევე ჩინეთი, ირანი და ნებისმიერი ავტორიტარული სახელმწიფო იმისთვის, რომ თქვას, დემოკრატიულ პროცესს აქვს პრობლემებიო. მათ სისტემას ხომ არ აქვს პრობლემები იმიტომ, რომ ნებისმიერი პრობლემა არის ჩახშობილი, რეპრესირებული და განადგურებული. ამ გამოცდას დემოკრატიულმა სისტემამ გაუძლო. გამოწვევები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო ბმა იცით სად არის? მთელი ეს ულტრამემარჯვენე თეორიების თემა დაიწყო რუსული ჰაკერების მიერ, როდესაც მათ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციის უფროსს დააბრალეს პედოფილია. მთელი თეორია აწყობილია იმ შიშებზე, რომ მსოფლიოს მართავენ ლიბერალი პედოფილები. წარმოიდგინეთ, რამხელა მარაზმშია ეს ყველაფერი. როგორც ჩვენთან, ციხის კადრების არ იყოს, ეს არის ძალიან ღირებულებითი თემები და ეს არის ის, რომლის გარშემოც ულტრა მემარჯვენეების მთელი სისტემაა აწყობილი. ულტრა მემარცხენეები სხვა ანარქიულ სისტემაზე და ფასეულობებზეა კიდევ აწყობილი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელმაც ამას მხარი დაუჭირა და არ დაგმო. როგორც ჩანს, ამ კაპიტოლიუმში შეჭრამ და ძალადობრივმა ქმედებებმა წითელი ხაზი გაავლო ტრამპსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის და ზოგადად, მის ამომრჩეველთანაც კი, რომელიც არ არის ასეთი რადიკალური”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი